ქართველი სამბისტები მინსკით იწყებენ

AutoSharing Option
23 თებერვალს მინსკში A კატეგორიის დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სახელწოდებით "ბელარუსის ღია პირველობა ქვეყნის პრეზიდენტის თასზე".

ესაა პირად-გუნდური პირველობა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: დიმიტრი მულაძე (52), უშანგი კუზანაშვილი (57), ლევან ნახუცრიშვილი, ბექა იმერლიშვილი (ორივე - 68), ბესიკ ბერულავა, კახა მამულაშვილი, გიორგი გასიტაშვილი (სამივე - 74), გიორგი ბაინდურაშვილი, ნიკოლოზ კუცია (ორივე - 82), დავით კარბელაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (90), მირიან გონჯილაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, მონაწილე არ გვეყოლება 62 და 100 კილოგრამებში. ამ შეჯიბრებით ჩვენები ევროპის პირველობისთვის იწყებენ მზადებას, რომელიც 17-21
მაისს მოსკოვში გაიმართება, მსოფლიოს პირველობას კი 8-12 ნოემბერს ისევ მინსკი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული