ჭიდაობა

სამბო

ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ნახუცრიშვილის ოქრო, ჩიდრაშვილის ვერცხლი

AutoSharing Option
20 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი - ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონი 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილი გახდა, ვიცე-ჩემპიონობას კი 57 კგ-ში ვახტანგ ჩიდრაშვილი დასჯერდა.

ამრიგად, საქართველოს ვაჟთა და ქალთა გუნდების ანგარიშზე ჯამში ამ დროისთვის 5 მედალია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

- ევროპის
ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]


მინსკში ევროპის ჩემპიონატი კვირას, 21 მაისს დასრულდება.