შინდისში ქართულ ჭიდაობას ქალბატონი მეცენატი გამოუჩნდა

AutoSharing Option
გორის რაიონის სოფელ შინდისში სპორტის ადგილობრივმა მეცენატმა აჩიკო მთიულიშვილმა რომ ქართული ჭიდაობის არენა კეთილმოაწყო და იქვე ტურნირი ჩაატარა, ამას წინათ ვწერდით.

ჩანს, შინდისში ბევრია შეყვარებული ქართულ ჭიდაობაზე, რადგან გასულ კვირას ამ სოფელში მორიგი საჭიდაო ტურნირის ორგანიზება უკვე ქალბატონმა ითავა.

ასმათ ოქროპირიძე გორის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმია. გამარჯვებულ ფალავნებს ჯილდოები სწორედ მისი მატერიალური თანადგომით გადაეცათ. შეჯიბრებაში მონაწილეობა შიდაქართლელმა მოჭიდავეებმა მიიღეს.

აბსოლუტურ წონაში გამარჯვება ქართულ ჭიდაობასა და სამბოში ჩვენი ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონმა პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა. მთავარი პრიზიც (ჭედილა) მას გადაეცა.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს:

50
კგ. გიორგი მელქუაშვილი (გარეჯვარი)
55 კგ. გიორგი მეტრეველი (ახალდაბა)
60 კგ. გურამ არაბული (შინდისი)
65 კგ. გიორგი ფერსაშვილი (ხიდისთავი)
73 კგ. ზვიად ბაზანდარაშვილი (კარალეთი)
79 კგ. ლევან დავითაშვილი (კოშკები)
85 კგ. გიორგი ბუჟღულაშვილი (ტირძნისი)
90 კგ. სოსო გუზიტაშვილი (გორი)
აბსოლუტური - პაატა ღვინიაშვილი (რუისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული