გაგამარუ იანვრის ბაშოს კარგ ფორმაში შეხვდა

AutoSharing Option
199-კილოიანი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) კარგ ფორმაში შეხვდა იანვრის ბაშოს. თანამემამულე ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) დამარცხების შემდეგ, ის იოლად გაუმკლავდა დაიდოსაც და წამებში გაიყვანა დოჰიოდან. გაგამარუს 2-1 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინმა კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია - მონღოლ ტოკიტენკუსთან წააგო. აზიელმა ხერხით აჯობა ჩვენებურს, მან სასტარტო დაჯახება აიცილა თავიდან და შეტევისთვის უკეთესი პოზიცია მიიღო. ლევანს 1-2 ბალანსი აქვს. ძურიოს დივიზიონში მეორე ორთაბრძოლა მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია) და ბალანსი 2-1 გაუხდა. იანვრის ბაშოზე 11 რიკიში ლიდერობს დაუმარცხებლად.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-ტაკეკაძე
(უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ვაკაკოიუ (იორიკირი), კისენოსატო-მიაბიამა (ოშიდაში), ბარუტო-გოეიდო (კოტენაგე), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტოიონოშიმა (ცუკიდაში), ჰომაშო-კიტატაიკი (კატასუკაში), ტაკაიასუ-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), მიოგირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გაგამარუ-დაიდო (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-იკიოი (იორიკირი).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ბარუტო-ვაკაკოიუ, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კოტოოშუ-გოეიდო, კაკურიუ-მიაბიამა, ტაკაიასუ-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-კიტატაიკი, არანი-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-სადონოფუჯი, გაგამარუ-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-ვაკანოსატო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული