ეს პოზა უქმდება - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩოქბჯენს ემშვიდობებიან

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩოქბჯენი საერთოდ უქმდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ, რომელმაც ჭიდაობის ლამის სავიზიტო ბარათად ქცეული ჩოქბჯენი ჯერ კიდევ შარშან აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდა.

ოღონდ მაშინ საოლიმპიადოდ უფროსებში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს მაინც მოერიდა და ამ ასაკში დატოვა, ჭაბუკებში, 20 და 23 წლამდე ახალგაზრდებში კი გამოსაცდელად 18-თვიანი ვადა მისცა.

რეფორმა წარმატებული გამოდგა, რადგან მკვეთრად იმატა დგომში გაკეთებულმა ილეთებმა, ზოგადად - გდებების ოდენობა გაიზარდა და ჭიდაობას სანახაობრივი იერი დაუბრუნდა.

ასევე შეიცვალა გაფრთხილებებზე ქულების მიცემაც და პასიურობა ორი ქულით დაისჯება. ძალაში
რჩება შემჩნევა და პირველი გაფრთხილება, თუმცა მესამე შემთხვევაზე  პასიური მოჭიდავე უკვე ორი ქულით დაისჯება. მეოთხე გაფრთხილებაზე ათლეტი არ მოიხსნება, მაგრამ მეოთხე და ყოველ მომდევნო სასჯელზე ასევე ორ ქულას დაკარგავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"შემჩნევა" რუსული კალკია - ქართულად მაგას "შენიშვნა" ჰქვია...
უშანგი
12:20 30-09-2016
0

სიახლეები პოპულარული