ქართველი მოჭიდავეების კიდევ 3 ოქრო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ფრანგულ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოდიან ქართველი ბერძენ-რომაელები - ზაზა სილაგაძის შეგირდებმა დღეს კიდევ სამი ოქრო მოიპოვეს.

31 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (55), ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოიძემ და პატარიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ეს ტიტული, ორი თვის წინ კი ასევე წყვილად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელ იო ნამბას 3:2 მოუგო. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად მოუგო კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1, პატარიძემ კი წმინდად, 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან
კენან ილდირიმი.

ბერძენ-რომაელებმა ამ ჩემპიონატზე მანამდე კიდევ ერთი ოქრო მოიპოვეს - გიორგი მელიამ (96), ხოლო ნუგზარ წურწუმია (50) მესამეზე გავიდა. ამ გუნდმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქრო დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ, წარმატებები.
giga
09:40 01-09-2016
0
რა ვიცი ყველა წარმატება მიხარია ჩვენების მაგრამ აზრი რა აქვს ამ სკოლის ასაკის მედლებს. ოლიმპიადამ შეაჯამა წინა ოთხი წლის ნამუშევარი და ჯამში მივიღეთ ერთი ბრინჯაო. ამ ოთხიდან, ოთხი წლის შემდეგ ერთი ოქროც რომ წამოვიღოთ ტოკიოდან წამატება ის იქნება თუ არადა ეს ასაკობრივი მედლები ტონა გვაქვს მე მგონი ჭიდაობის ყველა სახეობაში და ოლიმპიადა კი ერთი კინკილა ოქროთი ჩავამთავრეთ.
.........
00:39 01-09-2016
0

სიახლეები პოპულარული