პოლონეთის ტურნირი: ქართველების სამი ბრინჯაოს მედალი

AutoSharing Option
8 ივლისს, პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში სამმა ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილმა (125) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პოლონელი კამილ კოშჩიოლეკი ანგარიშით 7:0.

ასევე "თავისუფლებიდან" დავით ხუციშვილმა (86) გერმანელი მეტოქე დაამარცხა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"ბერძე-რომაელებიდან" კი ბრინჯაოს მფლობელი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე გახდა.

სამწუხაროდ სხვა წონებში ქართველები მედლების გარეშე დარჩნენ.

ვარშავაში საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებიდან მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე, გოგა გოგიბერაშვილი (ყველა -71), გელა ბოლქვაძე, ნიკოლოზ კელასოვი (ყველა -80) და კუკური კირცხალია (-98)
იბრძოდნენ. "თავისუფლებიდან" კი - ბექა ბუჯიაშვილი (-57), დავით ხუციშვილი, ირაკლი მწითური, ჯუმბერ ყველაშვილი (-86) და გიორგი მეშვილდიშვილი (125).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული