ევროპის ჩემპიონატი: გოგა გოგიბერაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთას შორის, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი გოგა გოგიბერაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ატაკან იუკსელს მოუგო (6-3).

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლისთვის დღესვე მოგვიანებით იბრძოლებს ლევან არაბული (130).

ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ლერი აბულაძემ (59) და კოკა კირცხალიამ (98), თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული