ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რვა მედალი

AutoSharing Option
14 აპრილს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშებაში 8 მედალი მოპოვა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ტურნირის გამარჯვებული ნუგზარ წურწუმია (55) გახდა, ვერცხლი კი რამაზ სილაგავამ (50) და თემურ ჭკუასელმა (84) დაისაკუთრეს. მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ შოთა ღლონტი (50), გიორგი გუჯაბიძე (66), ბექა მამუკაშვილი (74), გურამ ხეცურიანი (84) და ბექა მაკარიძე (120). სოსო ჯაბიძის ნაკრებმა ამ შედეგით ტურნირზე, რომელშიც 11 ქვეყნის ნაკრები გამოდის, გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

დღეს, 15 აპრილს, "აზერბაიჯანის ჭიდაობის
ფედერაცის თასზე" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები იასპარეზებენ (იხილეთ ლაივ-სთრიმი), 16-ში კი - ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 13 აპრილს დაიწყო და პირველ დღეს საქართველოს ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში მესამეზე გავიდა მასპინძელი აზერბაიჯანისა და ირანის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული