ჭიდაობა

კლასიკური ჭიდაობა

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ დაასახელა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა ვინაობა, რომლებიც უკვე დაამტკიცა პრეზიდიუმმა. მათ შორის - გიორგი იანტბელიძის კანდიდატურაც, რომელიც ერთადერთი იყო აქამდე, ვისი სახელიც ფედერაციამ გაასაჯაროვა.

ამავე სტილით მოჭიდავე 23-წლამდელებს ზურაბ ჭიღლაძე უხელმძღვანებელს, 20-წლამდელებს - ემზარ ბედინეიშვილი, ვინც აქამდე სწორედ 23-იანებთან მუშაობდა, ჭაბუკებს კი გია კვინიკაძე გაუძღვება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში ამავე გუნდის წევრი ბექა როყვა დაინიშა, 23-წლამდელებში - ოთარ ტატიშვილი, ახალგაზრდებში პოსტი შეუნარჩუნეს ზაზა სილაგაძეს, ხოლო ჭაბუკებს ხვიჩა ქორიძე გაწვრთნის.

უახლოეს
პერიოდში მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ თავიანთ შტაბებს.
ასევე დაგაინტერესებთ