ჭიდაობა

ძიუდო

ესტერ სტამმა ძიგორო კანოს მემორიალზე პირველივე შეხვედრა დათმო

AutoSharing Option
3 დეკემბერს, ტოკიოში მიმდინარე ძიგორო კანოს მემორიალზე წარუმატებლად გამოვიდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი, რომელიც ქალთა შორის 70 კგ-მდე წონით კატეგორიის შეჯიბრში სტარტზევე დამარცხდა.

სტამის მეტოქე იაპონელი ნაეკო მაედა იყო, რომელთანაც საქართველოს სახელით მოჭიდავე ძიუდოისტი გაფრთხილებით დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ძიუოდისტთა ამ ტრადიციულ და პრესტიჟულ ტურნირში წელს საქართველოს სხვა არცერთი წარმომადგენელი გამოდის, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც 14 დეკემბერს, გროზნოში გასამართი ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგაა".
ტეგები: