ჭიდაობა

ძიუდო

ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ გრანდ სლემზე ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ვაჟა მარგველაშვილმა, გელა კელიხაშვილმა (ორივე 66) და გოგონათა შეჯიბრებაში ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე მარიამ ჯანაშვილმა (57) იჭიდავეს, თუმცა ტურნირში გამოსვლა ადრევე დაასრულეს.

სასტარტო შეხვედრები დათმეს ჩხვიმიანმა, მარგველაშვილმა და ჯანაშვილმა, ხოლო კელიხაშვილმა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლა მოიგო.

ტურნირი ხვალ გაგრძელდება და კვირას, 8 მაისს დასრულდება. მედლებისთვის ფრიდონ გიგანი, ანზორ ხმიადაშვილი (73), კობა მჭედლიშვილი, ამბაკო ავალიანი (81), თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი,
ლაშა ტაველური
(100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
ბაქოს გრანდ სლემი: წარმატება ყველაზე მეტად ბექა ღვინიაშვილს სჭირდება
ასევე დაგაინტერესებთ