ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ გრანდ სლემზე ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ვაჟა მარგველაშვილმა, გელა კელიხაშვილმა (ორივე 66) და გოგონათა შეჯიბრებაში ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე მარიამ ჯანაშვილმა (57) იჭიდავეს, თუმცა ტურნირში გამოსვლა ადრევე დაასრულეს.

სასტარტო შეხვედრები დათმეს ჩხვიმიანმა, მარგველაშვილმა და ჯანაშვილმა, ხოლო კელიხაშვილმა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლა მოიგო.

ტურნირი ხვალ გაგრძელდება და კვირას, 8 მაისს დასრულდება. მედლებისთვის ფრიდონ გიგანი, ანზორ ხმიადაშვილი (73), კობა მჭედლიშვილი, ამბაკო ავალიანი (81), თორნიკე ჯუღელი, უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი,
ლაშა ტაველური
(100), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
ბაქოს გრანდ სლემი: წარმატება ყველაზე მეტად ბექა ღვინიაშვილს სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასტანაში უნდა წაეყვანათ ვაჟა. ხოლო ბაქოს მაგიერ, უნდა დაესვენებინათ. არ იქნებოდა მზად არც ფიზიკურად და არც ემოციურად და გამოჩნდა კიდეც, ისე მარტივად წააგო.
დანარჩენებზე აბა რა ვთქვა. კელიხაშვილს არა უშავდა, ილეთი მაინც გააკეთა. ჩხვიმიანმა და მარიამმა კი ძალიან სულელურად წააგეს :( ჩხვიმიანმა ძალიან გააუარესა შედეგი, შარშან ბრინჯაოს მაინც ახერხებდა და წელს პირველივე თუ არა, მეორე შეხვედრიდან ვარდება ყველგან...
franio
17:35 06-05-2016
0
ვაჟიკოზე დამწყდა გული თორემ სხვებისგან დიდი შედეგი არც იყო მოსალოდნელი. რატომ შევიდა ასე უყურადღებოდ? არადა განთესილებში გადავიდოდა მედლის შემთხვევაში. იმედია ტრავმა მაინც არ მიიღო ხელზე.
fraternity
16:56 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული