ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი: ვალერი ლიპარტელიანი ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
23 აპრილს, ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ვალერი ლიპარტელიანმა (-90) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობა 27 წლის ლიპარტელიანმა უკვე მესამედ მოიგო, სულ კი შვიდი ფინალი აქვს ნაჭიდავები.

გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანმა უნგრელ კრისტიან ტოზს სუფთად, ულამაზესი გდებით მოუგო.
იხილეთ ვიდეო
ლიპარტელიანის ულამაზესი გდება ევროპის ჩემპიონატის ფინალში
Sportall.Ge


ნახევარფინალში მან პოლონელი პიოტრ კუჩერა, 1/4-ფინალში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ქუეჯაუ ნჰაბალი დააიპონა.
იხილეთ ვიდეო
ლიპარტელიანის ულამაზესი გდება ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში
Sportall.Ge

მანამდე ლიპარტელიანმა სლოვაკ მილან რანდლსა და სლოვენიელ მიჰაელ ჟგანკს აჯობა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების
ანგარიშზე ყაზანში მოპოვებული 6 მედალია - 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი. დღესვე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლევან მატიაშვილი, რომელიც ტედი რინერთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ, უნგრელ ბარნა ბორს შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ