ჭიდაობა

ძიუდო

თბილისის გრან-პრი. III დღე: ბრინჯაოსთვის მხოლოდ ერთი ქართველი იბრძოლებს

AutoSharing Option
თბილისის გრან-პრის მესამე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

მედლისთვის ბრძოლას საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ბექა ღვინიაშვილი (100) აგრძელებს.

ღვინიაშვილი ნახევარფინალში შვედ მარტინ პასეკთან იპონით დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უზბეკ სოიბ კურბონოვს დაუპირისპირდება, რომელმაც მანამდე ლაშა ტაველური დაამარცხა.

სხვა დანარჩენი ქართველი ძიუდოისტები სამწუხაროდ შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოაკლდნენ.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა პაატა ღვინიაშვილმა პოლონელ პატრიკ სიეჩომსკისთან იუკოთი წააგო. ზვიად გოგოჭური მერვედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან იპონით დამარცხდა. თორნიკე ჯუღელი მეორე შეხვედრაში პორტუგალიელ
სელიო დიასთან იპონით დამარცხდა. პირველივე შეხვედრაში დამაცხდა გოგოლაშვილი არჩილი.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სტარტზევე დამარცხდა ჯაბა მუმლაძე. ლაშა გურული კი პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ ღვინიაშვილის მომგებ მარტინ პასეკთან დამარცხდა.

+100 წონით კატეგორიაში ერთბაშად სამი ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა პირველივე შეხვედრაში: გიორგი ლაზუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი. ონისე ბუღაძემ ჯერ ესპანელ დავიდ ფერნანდესს მოუგო, შემდეგ კი პოლონელ მასიე სარნაკისთან დამარცხდა.

- თბილისის გრან-პრი. II დღე: ქართველების თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო [VIDEO]
- თბილისის გრან-პრი. I დღე: მარგველაშვილის ოქრო, პაპინაშვილის ბრინჯაო [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ