სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს
AutoSharing Option
16:57 25-03-2016
დღეს, 25 მარტს, თბილისში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობისთვის ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ-მდე), ხოლო ბრინჯაოსთვის ამირან პაპინაშვილი (-60) და მარიამ ჯანაშვილი (52) იბრძოლებენ.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 სთ-იდან აიღებს.

მარგველაშვილმა პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ
You must have Flash Player installed in order to see this player.
სულაიმან ჰამადს სუფთად აჯობა, შემდეგ კი უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო. ამის შემდეგ ვაჟამ იპონითვე ჩამოიცილა გზიდან თურქი სინან სანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელ დენის ბილიჩენკოს სძლია, თუმცა შემდეგ ყირგიზ ოთარ ბესტევთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ამირანი თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუს, იმავე ბეთქილ შუკვანს შეხვდება.

რაც შეეხება ჯანაშვილის გამოსვლას, მარიამი ბრინჯაოსთვის სამხრეთკორეელ მი-რი კიმს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ირაკლი კუპატაძემ, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ივანე ჯავახიშვილმა. 66-ში კი სასტარტო შეხვედრები გელა კეხილაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა წააგეს.

ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმაც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.
fraternity
19:30 25-03-2016
შანსი არ აქვს კი არა ჩათვალე რომ დღეს გაინაღდა უკვე ოლიმპიადა.
საბა
18:33 25-03-2016
ვაჟას, ოლიმპიადის ლიცენზიის შანსი არ აქვს?