"ჩემი შეფასება სპორტსმენთა მიმართებაში არ გასცდება უბრალო წყენას"

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:

- რამდენად რეალურია ის ბრალდებები, რომლებიც ზვიად ზვიადაურმა წაგიყენათ?
- ზვიადაურის ნებისმიერი ნათქვამი ჩემთვის არც საწყენია და არც გასაკვირი, რადგან მისი პოზიცია ჩემთვის არაფრის მთქმელია და ამაზე დიდ დროს არ ვხარჯავ, არც ვფიქრობ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მას, როგორც პარლამენტარს, როგორც სპორტის კომიტეტის აღმასკომის წევრს, ქართული ძიუდოსთვის, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. სურვილიც კი არ ჰქონია, უბრალოდ მოსულიყო და თავისი წვლილი შეეტანა ძიუდოს განვითარებაში. აქედან გამომდინარე, მის მიერ გაკეთებული
განცხადებები ჩემთვის არაა ის, რომელზეც უნდა ვიფიქრო ან მნიშვნელობა მივანიჭო.

უბრალოდ, ჩემთვის საწყენია რამდენიმე სპორტსმენის ის პათოსი, რომელსაც ისინი აჟღერებდნენ და ხაზს უსვამდნენ წვრილმანებს, რომელზეც ცალსახად ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო.

მე პირადად, დავით ქევხიშვილს, არა მარტო ფედერაციის პრეზიდენტობის დროს, არამედ მანამდეც, მათზე იმხელა ამაგი მაქვს გაწეული, იმდენად კარგად და სწორად მაქვს მათთვის ყველაფერი გაკეთებული, რომ 5 გრადუსით მეტი ან ნაკლები გათბობა დისკუსიის საგნად არ უნდა გაეხადათ.

თუმცა მესმის, რომ ჩემი პოზიციის, სტატუსის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი ვალდებულება და პასუხისგებლობა მაკისრია და აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება მათდამი მიმართებაში არ გასცდება უბრალო წყენას... ისინი სპორტსმენები არიან, მათ აქვთ უფლება, ითხოვდნენ პირობებს და მე ვალდებული ვარ, რაოდენ არაადეკვატურიც იყოს კითხვა თუ მოთხოვნა, მოვისმინო, გავითავისო და გავაკეთო ყველაფერი, რომ თავი მშვიდად და კარგად იგრძნონ.

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია სრულად
მკითხველის კომენტარები / 2 /
კურტანიძე "ჯვარს აცვეს" მაგის გამო რას ჰქვია გათბობა არ აქვთ საკმარისიო და ქვხიშვილის მიმართ ლიბერალური მიდგომებია, აბა გნაცებო წინ სიტუაციის არევისკენ!
Nugzar
11:22 12-02-2016
0
სირცხვილი ტქვენი სირცხვილი.ასეტი დანამდებობა განდო ხალხმა და დარბაზს ვერ ატბობ,სჰესჰიტ გაატბობდა მონდომებული კაცი მაგრამ კაბინეტსჰი ალბატ არ ცივა სჰენტან.
ბაჯო
18:51 11-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული