ჭიდაობა

ძიუდო

Sportall.ge-ს გამოკითხვა: უმრავლესობის აზრით ძიუდოს სკანდალში დამნაშავე ზურაბ ზვიადაურია

AutoSharing Option
Sportall.ge-მ ძიუდოში ბოლოს დროს აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ (75.3 %) კითხვაზე "ვინ არის დამნაშავე ქართულ ძიუდოში ბოლო დროს აგორებულ სკანდალში?" პასუხად პარლამენტარი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური აირჩია.

12.9 %-ის აზრით დამნაშავე  ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია.

ხოლო 11.9 % მიიჩნევს, რომ დამნაშავეები ძიუდოისტები არიან.

გამოკითხვა ჩვენ ვებ-გვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 894 ადამიანმა მიიღო.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ