ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ-სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (90) პარიზის გრანდ-სლემის ბრინჯაოს მედალოსანია.

ლიპარტელიანი, რომელმაც რეპეშაში ფრანგ რომეინ ბაფეტს მოუგო, მედლისთვის ასევე ფრანგ ლუდოვიც გობერტს დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

ლევან მატიაშვილი კი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, თუმცა ნახევარდფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბოლო დღეს პირველი მედალი საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდება ქართველ ფალავნებს! გაიხარეთ.
gizog
09:32 08-02-2016
0
შენ გენაცვალე ვაჟკაცო.
tatia
00:05 08-02-2016
0

სიახლეები პოპულარული