პარიზის გრანდ-სლემი. II: სამი მედლის მოპოვების შანსი

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) პარიზის გრანდ-სლემის ნახევარფინალში გავიდა.

ჭრიკიშვილმა მეოთხედფინალში უნგრელ ლაცლო ცოკნიაის დაამარცხა. ფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის წარმომადგენელ ალან ხუბეტსოვ შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი (90) ფრანგ ალექსანდრე იდირთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვალა, სადაც მისი მეტოქე რომეინ ბუფეტი იქნება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი ტურნირის პირველივგე შეხვედრებში დამარცხდნენ.

+100-ში ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა. რაც შეეხება ლევან მათიაშვილს, მან მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა და ნახევარდფინალში იაპონელ ჰისაოში
ჰარასავას შეხვდება.

გამომდინარე აქედან შეჯიბრის ბოლო დღეს ჩვენს ნაკრებს სამი მედლის მოპოვება შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ამათიც...ხო აგინეს გულშემატკივრებს, ეხლა თავიანთი ოჯახის წევრებმა უგულშემატკივრონ...
status quo
19:59 07-02-2016
0

სიახლეები პოპულარული