ვალერი ლიპარტელიანი: ის, რომ თითქოს ქომაგებს ვაგინეთ, სრული აბსურდია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?
- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...
- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?
- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...
- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?
- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:
ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა
ალბათ ფულია ჩარეული,მითუმეტეს როგორც ბოროტი ხმები ამბობენ ზოგს კარგი ბიზნესიც ქონიათ და ფაქტია რომ ან ერთ საქმეს უნდა დაუდოს კაცმა გული ან მეორეს,სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ
sano
14:19 08-02-2016
0
ბიძინას მთავრობა ყველაფერს ანადგურებს,თავისი გაუმაძღრობით და გაუნათლებლობით.
ქაჯობამ გვაჯობა
18:33 05-02-2016
0
ეჰ ძმებო ცდება ეს საუბარი საზღვრებს და მეორე ფრონტი (ორონდ ირონიული) გაიხსნა აქ. ეს არ ყოფილა ჩემი კომენტარების მიზანი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ძიუდოისტებს და ამის შემდეგ მხოლოდ მათ წარმატებებზე გვეწეროს და თუ მაინცდამაინც კამათია გვეკამათოს იმაზე ე.წ. ,,მელნიცა" ჯობია თუ შუა კაური...
irakli Apkhaidze
20:03 04-02-2016
0
თქვენი ინტელექტით და ვაჟკაცობით "აღფრთოვანებული", აქ წარმოდგენილი საიტის მუდმივი მკითხველები და გულლშემატკივრები, ველით თქვენს მორიგ ადექვატურ(აბა, მხოლოდ (ვიღაცის?) სახელით და "სტუდბილეთით" არ ვარგა!) გამოხმაურებას. გვიგულეთ თქვენს "მხურვალე გულშემატკივრად"... აბა, ჰე!
Irakli afxaidze=studentebs kampusidan=guga=zaza=ირაკლი აფხაიძე...
18:15 04-02-2016
0
"კლავიატურის სანგარში ღრმად თავჩაყოფილი"-??? ბარემ შენი მისამართიც დაგეწერა და ზრდილობის და არა მარტო გაკვEტილებზე
ვისაუბრებდით". იმედი მაქვს "zaza"-ს მიერ მოხსენიებულ "კეთილშობილ" ლამაზთვალება არსებათა კატეგორიას არ მიეკუთვნები და უპასუხოდ არ დაგვტოვებ - (მხოლოდ) ინტერნეტში ბაქიბუქი არაა კაცების საქმე!
ირაკლი აფხაიძე=zaza=...
16:50 04-02-2016
0
ირაკლი აფხაიძეს! საქართელო მუტრუკების ქეყანაა რაც უფრო მეტათ უტიფრობ მით უფრო მეტათ მიიევ წინ, ამიტომაც ძმურათ ვირებისგან წიხლი არ გეწყინოს?
zaza
13:52 04-02-2016
0
არასდროს ამოვფარებივარ ვინმეს სახელს და ფსევდონიმს და აქ კიდე იმიტომ არ ვწერ რამეს რომ შენნაირებს გავაგებინო ჩემი პიროვნული თვისებები კლავიატურის სანგარში ღრმად თავჩაყოფილო!
irakli Apkhaidze
12:43 04-02-2016
0
გეყოფა!!! გავიგეთ შენი არსებობა და პიროვნულ თვისება/მონაცემებზეც შეგვექმნა "გარკვეული" წარმოდგენა... ნერვებს მიხედე და საქმე გაიჩინე.:))))
Irakli afxaidze=studentebs kampusidan=guga=...
15:11 03-02-2016
0
Msoflios chempionatshi rom etyvi grelka unda mogce traki ro gaitboo shegaginebs ki ara im fine as ro sisruleshi ar mოiyvans ar giკvirt? Irakli afxaize 100 procentiAni xar btat
Guga
12:23 03-02-2016
0
იქნებ გაგვაგებინოთ, რატომაა ვაჟკაცი თქვენი ადრესატი? ქვეყანას მარტო "კამპუსიდან" უყურებთ? p.s. პატივცემულო მომავალო განათლებულებო, საერთოდ, ზოგად ჯგუფის სახელით წერა, ვერაა მთლად ნორმალური და თანამედროვე. ასევე, არც "ბევრი ხმის" შთაბეჭდილების მომხდენი! :)
e.w. studenteb-ს
21:17 02-02-2016
0
თუ შენი სამშობლოსჰიმნს აკვრევინებენ ეს ქართველი ბიჭები ----მსოფლიოს@ უნდა მივუტევოთ და ხმა ჩავიკმინდოთ თუ მათი სწორ მამულიშვილები ვერ გახდით ჯერ ჯერობით, და მომავალის ჩვენს ენს ციცკრის ვარსკვლავის ამობრწყინებას ველოდებით დაუღალავად გარჯითა და ნიჭისა იმედით,ჩვენითა.
Qvabuldze mindia -
18:27 02-02-2016
0
ღირსეული მანამ ხარ სანამ უღირს საქციელს ჩაიდენ. მერე კი უღირსი და ,,უძღები შვილი" გქვია. მე არ ვამბობ, რომ უნდა ჩავქოლოთ ან დავასამაროთ, არა რათქმაუნდა, ამ წერილებით მოტივაციას ვუქმნით, რომ დროულად მოეგონ გონს! მეტი პატივისცემა მშობელ ქვეყანას და იმ ხალხს ვისაც მათი წარმატება უხარიათ.
iraklis
18:23 02-02-2016
0
ვაჟკაცი ხარ მართალი ხარ ირაკლი აფხაიძე,არ ღირს ამდენი ქაქანი იმ ქართველ ბიჭებზე ვინს სამშობლოს ჰიმნი ერთხელ მაინც ააჟღერა დუნიაზე გენაცვალეთ ქართველობაში ქართველო
studentebi kamрusidan, harvard university
18:15 02-02-2016
0
Aravis Namusis Mocmenda AR MINDA Ubralod Zaluan Texavs Ro tu vinme girseuli gamogvichnda unda chazirot da davasamarot. Imitomac vart sadac vart da didxans ver cavalt cin
Irakli apkhaidze
17:58 02-02-2016
0
თუ ჰიმნს აკვრევინებს ესეიგი უნდა მიუტევო ქვეყნის და გულშემატკივარის შეურაცყოფა?! ჰიმნი და ჩინ მედლები რა ,,ინდულგენციაა" ?! თუ იმის გამო რომ შესაძლოა კვლად ააჟღერონ ქვეყნის ჰიმნი შენიშვნა არ უნდა მივცეთ და შეცდომებზე ვერ უნდა მივუთითოთ? შენ თუ გინდა ნამუსი მოუწმინდო შენი საქმეა! სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია! მათი ფსიქოლოგია და ბუნებაგანწყობა უკვე ერთ ადგილას კიდია გულშემატკივარს. ბოდიში მოიხადონ და სანქციას შეუმსუბუქთებათ!
ირაკლი აფხაიძეს
17:28 02-02-2016
0
Me ar mitqvams ro yvelaze chkviani da patrioti var, shengan gansxvavebit saxeli da gvari miceria da klaviaturas ar vefarebi
Irakli apkhaidze
17:26 02-02-2016
0
ასეთი ფორმით, "ტონით", ტერმინებით და დიდაქტიკური პათოსით... შენს თავს მიხედე უპირველესად. არ ჩანხარ ყველაზე ჭკვიანი და პატრიოტი!
ირაკლი აფხაიძეს!
16:28 02-02-2016
0
გამოვდივარ ინიციატივით შევაგროვოთ თანხები და გრელკები შევუძინოთ, რათა არ დატოვონ ქვეყანა და არ შეგვარცხვინონ.
ინიციატივა
16:08 02-02-2016
0
ამ კომენტარის ავტორთაგან არავის აქვს უფლება რამეზე მიუთითოს ამ ბიჭებს, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ ააჟღერეს ქართული ჰიმნი და შეახსენეს სამყაროს საქართველოს არსებობა. სამშობლოს სახელით საუბარს ჯობია ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და დათვალოს ქვეყნისთვის რა გაუკეთებიათ. მართლა ყველა ნონა გაფრინდაშვილი ხო არაა ამ ტონით ისაუბროს ამ ბიჭებზე. ხშირად გაიგონებთ ფეხბურთში არიესო, რაგბშიც არიესო და ახლა ძიუდოშც რევენო... მსგავსი კომენტარებისა და აჟიტირების ავტორებსაც აქვთ ამ ,,არევაში" წილი და მოდი რა ყველამ ჩვენი ასარევი დავაყენოთ ერთ ადგილზე და სიტუაციის განმუხტვას თუ არ შევეცდებით უაზრო ლანძღვით და ჭკუის დარიგებით მაინც ნუ ვღიზიანებთ ამ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ ბევრი არეულობის მოსურნეა ჩასაფრებული ამ ბიჭების ,,დათრევაზე" ქვეყნის შიგნიტაც და გარეთაც.
ირაკლი აფხაიძე
15:43 02-02-2016
0
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
salo
15:37 02-02-2016
0
ვარლამთან რა პრეტენზიებია, ვერ გავიგე. ამ კაცს ისეთი არაფერი უკადრია. რაც შეეხება კრიჭაშეკრულიშვილს თუ კრიჭაშვილს (ენა მომტყდა), ის მაგრად ჩაიჭრა. პირველ რიგში, ძიუდოს მოყვარულთა მიმართებაში. ასე არაა ზმაო. თუ კაცობას დაკარგავ, შენი ტიტულები ერთ ადგილზე აიფარე და ააფარე შენს კუმირს, ზვიადაურს, რომლის სინდისზეც არის ის, რაც ახლა ხდება.
berdo
15:36 02-02-2016
0
არაა ძიუდოისტების თემასთან მოსატანი! იმ ხალხს(მცირე გამონაკლისის გარდა) ასარჩევად არ ჰქონდა საქმე და მითუმეტეს, სამშობლოს სახელით დროშის და ჰიმნის აღმართვის შესაძლებლობა. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ ასეთ შანსზე და არაა საჭირო, უხერხულიც კია, ამ თემის წამოწევა!
თუ ვინმეს ოჯახის წევრი გაჭირვების გამო წასულია უცხოეთში,
15:33 02-02-2016
0
თქვენი "ლოგიკით"- თუ სხვები (შესაძლოა!) არ ვარგა, არის ვინმეს გამართლება? სიმართლე ისაა, რომ რაც არ უნდა გაწყენინონ, სამშობლო ე რ თ ი ა (!), სამშობლოს არ ეჯიბრებიან და ყველა ნორმალური ქართველი ამ ბიჭებს გულშემატკივრობს(!), ოღონდ, სანამ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს სახელით გამოდის.
simartle-ს და ყველა მის გამმართლებელს(თუ თვითონვე არ "პოსტავს" თავის თავზე).
15:27 02-02-2016
0
დედები და ოჯახის წევრები თუ უცხო ქვეყანაში შრომობენ ეს სამშობლოს ღალატი არ არის, სამშობლოს ღალატია როცა სამშობლო გაძლევს ყველაფერს სახელს დიდებას კარიერას და მერე ყიდი ამ ყველაფერს! და საფუძველველად უსუსურ ბრალდებებს უდებ! მოღალატეა ილია ილიადისი და ძმანი მისნი.
simartle-ს
15:27 02-02-2016
0
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
salo
15:09 02-02-2016
0
აქამდე კარგი იყო ქევხიშვილი ეხლა აღარ მოგწონთ ზვიადაურს რომ მოუნდა პრეზიდენტობა
სალო
15:05 02-02-2016
0
simartle-s. 100% გეთანხმები.
lelo
14:48 02-02-2016
0
გეთანხმებით, რომ კაპიტალიზმის ეპოქაში ყველაფრის გაყიდვა შეიძლება მათ შორის საკუთარი მშობლის, ხოდა გაყიდეთ კაპიტალისტებო!თქვენ ეს ქვეყანა სასათბურე პირობებისთვის გინდათ! ამ ქვეყანაში ისწავლეთ ყველაფერი და შემდეგ სხვას უნდა მოახმაროთ?! დღეს შეიძლება ბევრმა ზედაპირული მიდგომების შედეგად გაგამართლოთ მაგრამ ისტორია გაგამტყუნებთ.
0
ვგულშემატკივრობთ ს ა ქ ა რ თ ვ ე ო ს სახელით მოასპარეზეს, თუნდაც ბრაზილიელი იყოს... თუ ვინმე სხვა ქვეყნის სახელით, მით უმეტეს, შეცვლილი- არაქართული გვარ/სახელით გამოვა ჩვენთვის/საქარველოსთვის/ დაკარგულია. თუ გაიმარჯვებს(ოღონდ არა საქარტველოს წარმომადგენელთან) ალბათ არ გვეწყინება, ზოგჯერ ვუგულშემატკივრებთ, მაგრამ... სამშობლო! ჰიმნი! დროშა!
პირადად მე და ჩემი ყველა ახლობელი -
14:15 02-02-2016
0
ვინ სთავაზობს მილიონებს ერთი ეგეც გვითხარი. ძიუდოში მილიონები არ იშოვება და ჩვენი ღარიბი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია თავისი ძიუდოისტების მიმართ. ასე რომ ზღაპრებს ნუ ყვებით მილიონებიანი შემოთავაზებების შესახებ. ეგ არის ტყუილი. მაგდენ ფულს არავინ იხდის ძიუდოში.
fraternity
14:13 02-02-2016
0
simartle-s! მართალი ხარ! და კიდევ დავამატებ ხვალ რომ ამათ სხვა ქვეყნის მოქალაქბა შესთააზონ 90% 2-შაურათ გაყიდიან საქართელოს. ბიჭებს კი ვუსურვებ ოქროს მელებით დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. წარმატებები!!!!
kikola
14:10 02-02-2016
0
სიმართლე იცით რა არის? აქ ვინც ვარლამს და ავთოს ცუდათ მოიხსენიებენ, იმათ 50% ცოლები და დედები ან დები, გაშვებული ყავთ სხვა ქვეყანაშ მოსამსახურეებათ. ამათ კი წლებია მილიონებს თავაზობენ და სამშობლო მაინც არ მიატოვეს !!! უნამუსობას არ ააქვს საზღვარი?
simartle
13:52 02-02-2016
0
აბა რა გგონიათ დემოკრატიის პრინციპი ყველაფერი იყიდება ფულზე მორჩა კომუნიზმის დროს ცუდები ყოფილან დამოუკიდებელი საქართველოს სახელით რო არ გამოდიოდნენ ნამდვილი პატრიოტები ეხლა გამოჩნდა ყველა სფეროში
fauqa
12:57 02-02-2016
0
რით ვერ გაძღა ამ სპორცმენების მუცელი საბჭოთა დროს ყველაფერს იგებდნენ 200 მანეთად თქვენ იმათ ვერ დაწევით კიდე ნახევარი საუკუნე მაინც
rati
12:52 02-02-2016
0
ეხ დემოკრატიას რა უთხარი თედიაშვილი ბევრი სხვა სულ ხელის გულზე ყავდათ მარა მაგათ ხომ ავადსახსენებელ კომუნიზმში უწევდათ ცხოვრება მართლა ნუ გავფიქრებინებთ რომ ის დრო ჯობდა ახლანდელებო მეტი ვაჟკაცობისკენნნნნნნნნნნ
0
გასაგებია რომ მოჭიდავეა და ინტელექტი შეიძლება ნაკლბი აქვს (თუმცა ყველა ასე არაა).

მაგრამ მარტო უინტელექტობა არაა პრობლემა. უნამუსობა და კავობის ნაკლებობაა.

ეს კიდე აქეთ გვეუბნება წავალო. რას გვახეწნინებს თავს
ვანო
12:34 02-02-2016
0
Chvenze cudi eri bevri ar iqneba!!!!umadurebi,ampartavnebi da brikvebi!!!
davidbech
12:33 02-02-2016
0
არ ვიცი რა წარმატებაზე შეიძლება ფიქრი,როდესაც თვალი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე გიჭირავს.
0
ეხ დემოკრატიას რა უთხარი თედიაშვილი ბევრი სხვა სულ ხელის გულზე ყავდათ მარა მაგათ ხომ ავადსახსენებელ კომუნიზმში უწევდათ ცხოვრება მართლა ნუ გავფიქრებინებთ რომ ის დრო ჯობდა ახლანდელებო მეტი ვაჟკაცობისკენნნნნნნნნნნ
0
ეს დრეებია ვეცნობი ამ ამბებს. მარტლა გავბრაზდი. ეს ქევხიშვილი ზომიერი კაცია, არ ჰყვება ამათ დურაკობებს, ესენი კიდე ცანცარა ბიჭუშკები ყოფილან და მეტი არაფერი. მამებმა მარტო ეგ გასწავლეს და სხვა ვერაფერი? ზვიადაურს თუ გაიხდით დამრიგებლად ......
ანზორი
11:59 02-02-2016
0
უნდა მოგეზომატ, ეხლა ცოტა გვიანია, ბოდიში მაინც მოგეხადატ საზოგადოებისთვსი. ეს ატკაზი რაღაა
HOH!
11:57 02-02-2016
0
რარას ყვიროდით ტქვენი მართლაა ტავიდან ვე კაცურად მოქცეულიყავი თუ არ გინდოდა მაგაზე ლაპარაკი. დამრიგებელი მაინც როგორ არ გყავთ ტქვენზე უკეტესი
QOUQ
11:51 02-02-2016
0
წადისტ სადაც გინდათ, რას იმადლებიტ, ამდენი მუქარა და სანტაჟი ტქვენი მხრიდან უზნეობაა. მოჭიდავეები თუ ხართ ენები მაინც გააჩერეტ, ენა ტქვენ არ მიოგყვებატ და თავები ტქვენ არ გიმუსავებთ და ფეხის დადება კი შეგძკლლებიათ. დაეტიეტ მაგ ტატამზე რააა. ტქვენ მარტლა ვინ ყოფილხარტ ტოო
ეშმაკების მტერი
11:49 02-02-2016
0
.... ზვიადაური, აბა სხვა რა ვიფიქრო, როცა ასე მოიქცევი იმის ახსნაც უნდა გქონდეს, ეგენი როგორც მახსოვს ერთად ჭიდაიობდა ყველა და ეს თუ კაცობა გონია ტანაგუნდელტან მალადეც მაგას. მეტს მაგიოსგან მაინც არ ველოდი
saba
11:45 02-02-2016
0
აქ ერთგან ამოვიკითხე უმადურობაზე. კიი გვიხარია მაგათი წარმატებები, მაგრამ ასე არაა, ოთხი დრე ასციებიათ და ობიეტური მიზეზების გაგება არ შეუძლიათ და ყველა გაუგებარი კაცი არაკაცი მგონია. სეცივდატ თურმე და მაგათ ეს მიზეზი თუ გონიათ რო არაკაცობას ახსნის ძალიან შეცდებიან. აი ზალიან. მეტი კაცობა მარტებთ და თუ გაითვალისწინებენ კარგია
megreli biWi
11:43 02-02-2016
0
რაც ამ ამბებს ვუყურებ, მივხვდი რო არავუინ ღირს ასე ზედ გადაყვე, კაი საქმისთვის მადლობაას არავინ იხდის და ეს მოჭიდავეებიც თუ ასე უმადურიო ხალხი იყო მართლა არ მეგონა. ყოველთვის მეგონა რო მაგათში პ[ატრიოტიზმიც მერტი იყო და კაცობასც. ამის შემდეგ რა ვირწმუნო მაგათი საკუთარ პრეზიდენტს რა ... დაუპირისპირდნენ. ზვიადაურზე არც კი ვამბობ არაფერს ...
jimi
11:41 02-02-2016
0
დავით ქევხიშვილს წუხელაც ვუსმინე პირველ არხე. ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი, საქმიანი და კომპეტენტური ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ჯერ ერთი კაცს ქაშკარად განათლება მიუღია და გონზეა ამ ქვეყნის, თვალნათელია ეს ყველაფერი. ზვიადაური კი სამი წელია პარლამენტშია და იქაც ვერაფერი ისწავლა, ... ხო ხედავთ არაა? ...
levani
11:39 02-02-2016
0
მოჭიდავეებს ტავში ავარდნიათ ეს გულშემატკივრის პატივისცემა და ბალეშჩიკობა. ეტყიობა ფიქრობენ რომ ყველა მაგათ უსინდიდ\სობას მიირებს ხალხი რა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს ვინც ვერც მთავრობის მხარდაჭრას გრძნობს და ვერც ფედერაციის ყურადრებას. სულ არაფერიო მინდა მაგათი არც მოგება რომელიც პირველ რიგში მაგათთვის არის სარფიანი და მომგებიანი, ეგენი არავის არაფერს უყოფენ და არც არაფერს ითხოვს ვინმე, უვბრალოდ სხვისი პატივისცემაა მაგათი ვალდებულება ედა ეგ ვერ სეუგნიათ.
tiko
11:35 02-02-2016
0
ეს ყველაფერი უსინდისობაა მაგ ხალხის მხრიდან მოჭიდავეებისგანაცაც და ზვიადაურისგანაც. დაუნახავები არიან და .... ზვიადაურის აყოლა თუ მაგათ ხელს მისცემთ ნახავენ. ზვიდაური ყველამ ნახა და გაიცნო ჩემპიონობიდან სადამეც მივიდა. ბანძია, მერე რაა რო პარლამენტში მოხვდა ეს მაგას ღირსებას ვერ მატებს. ცოტა ხანში ნახავთ ვინ იქნება ზვიდაური და ნახვს მაგას ყველა. კაცს ორი წიგნი არ წაუკითხავს, .... მაგას ვინც აყვება მასზე უარესი.
giorgi
11:33 02-02-2016
0
მოჭიდავებისაგან, მათ შორის ძიუდოისტებისაგან, არაფერია გასაკვირი. მათი ინტელექტუალური დონე მეტს ვერ ქაჩავს. ასე, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ ზოგ-ზოგიერტები და ლაითად მიუდექით ამ საქმეს. წასვლა უნდათ და წავიდნენ. გზა ფართოა. თუმცა ყველაზე ფართო გზა რუსეთისკენაა, სადაც ყველაზე დიდი ანაზღაურება და ყველაზე კარგი გათბობა ექნებათ. დავაი, დასვიდანია!!!
ar waiges tvini!!!!
11:26 02-02-2016
0
ყოველთვის გახსოვდეთ თითოეული თქვენი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა!რიოდან ბევრი მედლებით დაბრუნებულიყავით!
ამერი
11:22 02-02-2016
0
ჩემზე დიდი გულშემატკივარი ჩირიკასი და გინდა ლიპოსი ბევრი არ მეგულება. მაგათ სანახავად ღამეც გამითენებია და გამთენიასაც გამიღვიძია მაგრამ რაც მაგათ იკადრეს და დღემდე აგრძელებენ დიიიიდი უნამუსობაა. რა შუაშია ბოღმა
invest
11:18 02-02-2016
0
სისულელეა ეს ყველაფერი. ზვიადაურს სულ ცალ ფეხზე კიდია ძიუდოც დაოლიმპიადაც. მას საკუთარი ინტერესები აქვს. ასე რომ არ იყოს ასეთ დროს არ ატეხდა ასეთ ამბავს. გათბობა არაფერ შუაშია, არც გაღუნული შტანკები, ეს უბრალოდ მიზეზია. ზვიადაურს მოუნდა ქევხიშვილის ჩაჩოჩება და ამათაც მხარი დაუჭირეს, ზვიადაურის გაყვანა უნდათ. ეს არის და ეს.
fraternity
11:11 02-02-2016
0
ვინც ვარლამს და ავთოს ცუდათ იხსეენიებს უბრალოთ ბოღმის ბუშტები არიან)))))
gurami
11:11 02-02-2016
0
ლიპარტელიანს არ უგინებია ჭრიკიშვილმა აგინა და არც ამას გაუპროტესტებია დიდად.

რაო ამ ეტაპზე არ მიდიხართოო? აბა რომელ ეტაპზე მიდიხარ? უმადურობასაც აქვს საზღვარი

წადი წადი ! ლიპარტელიანი კიარა ტედი რინერი რომ იყო ეგეთი არავის ჭირდები არც შენ და არც ჭრიკიშვილი.
თუმცა ტედი რინერი მაგიტომაცაა ტედი რინერი რომ თქვენგან განსხვავებით უკადრებელს არ იკადრებს (ტიტულებს რომ თავი დავანებოთ)
იპპონ
11:11 02-02-2016
0
ზუსტად რომ პარიზის გრანპრი და ოლიმპიადა რომ გველის,სწორედ მაშინ არ უნდა გაეკეთებინა ზვიადაურს აშკარად სულელური და ბანაკებად დამყოფი განცხადებები.ბევრი კარგად მიხვდა რისთვისაც იყო გამიზნული მისი განცხადება,თან მიანიშნა რომ ოცნების მხარდაჭერა აქვს.არაა ლამაზი ასეთი საქციელი ამ სპორტის სახეობაში.მიბაძონ მორაგბეებს,განა რაგბის ფედერაციაში პრობლემები არ იყო,მაგრამ ამბიციებზე მაღლა დადგნენ
levan
10:23 02-02-2016
0
არ ვიცი შეიძლება მართლაც აქვს ქევხიშვილს კომუნიკაციის პრობლემა ნაკტების წევრებთან მაგრამ ერღერთი ყველაზე საქმიანი და ინიციატივიანი პრეზიდენტი(ფედერაციის) რომაა საქართველოში არ უნდა ამასა მტკიცება. რაც შეეხება ნაკრების წევრებს, მათ აქვთ 1- ქართულ რეალობასთან მორგებული საკმაოდ მაღალი ხელფასები. 2- საშუალოზე უკეთესი სავარჯიშო პირობები(ნუ გვცივაო სისულელეა უბრალოდ), 3-საერთაშორისო ტურნირებსა თუ შეკრებებზე შეუზღუდავი, ულიმიტო მოგზაურობები, და ა. შ. რაც მათ არ აქვთ ეს არის ინტელექტი, ძალიან ადვილი სამართავნი არიან თუ შეპირდები ფოჩიან კამფეტებს. სამწუხაროა ძალიოან მაგრამ ესაა სიმართლე.
goga
10:02 02-02-2016
0
აპატიე და კიდე შეგაგინებს! უმადური არც ჩვენი გვინდა და არც სხვისი, ვაპატიო რა პატარა ბიჭია? თუ იპონისგან ტვინი გამოულაყდა? შენ აპატიე გულითადი მოკითხვა სხვას კი გვაცალე სათმელი გვაქ
ვაზა
23:37 01-02-2016
0
პირველ რიგში იმას აღვნიშნავ რომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს აქ უმრავლესობის კომენტარები გადაჭარბებულია. არ შეიძლება სპორტსმენებს მივაყენოთ ამხელა ფსიქოლოგიური ზიანი, რატომ არ ფიქრობთ იმაზე რომ კვირის ბოლოს პარიზის გრანპრი ხოლო ზაფხულში ოლიმპიადა ელით? კარგით ვთქვათ მართლა დაწერა ავთომ ის პოსტი ამის გამო უნდა ჩავქოლოთ? თუ ყური ავუწიოთ? ყველა ადამიანები ვართ და შეცდომასაც ყველა ვუშვებთ. გაბრაზებულ გულზე შეიძება ისეთი რამ დავწეროთ და ვთქვათ რომ მერე ჩვენვე ვინანოთ.
პირადად ვიცნობ ავთოს და შემიძია თავი დავდო რომ იგი გულშემატკივარს არასდროს შეაგინებს, პირიქით ყველა გულშემატკივარი უყვარს და უდიდეს პატივს სცემს. ეს იყო შეცდომა რომელზეც თვალის დახუჭვა ძალიან მარტივად შეგვიძლია.
ჩემი მოკრძალებული და უდიდესი თხოვნა იქნება რომ თავი შევიკავოთ ადამიანის გულის ტკენისგან. მითუმეტეს დაუმსახურებელი გულის ტკენისგან.
რაც შეეხება სხვა ქვეყანაშ წასვლას მრავალი წელია ამ ბიჭებს შემოთავაზებები აქვთ და არსად წასულან და ამის სურვილი რომ ქონოდათ ყოველგვარი პოსტის გარეშე გააკეთებდნენ. ვიცი რასაც გრძნობენ ეს ბიჭები და უმორჩილესად გთხოვთ რომ "ყოველი სიტყვა ავწონოთ ისე სხვისი სული არ დავაზიანოთ"
და ამ ყველაფერს ისე ნუ ვიგებთ როგორც დაგვიხატეს.
დაპირისპირება უნდა დასრულდეს. :)
ბიჭებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენ უმაგრესი ადამიანები და უმაგრესი კაცები ხართ და აკეტეთ თქვენი საქმე. ერთი-ორი თუ ვერა ღმერთი, სამშობლო და ჩვენ ვხედავთ.
წარმატებები რიოს ოლიმპიადაზე.
პ.ს. რაც შეეხება ფედერაციას ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი თუმცა ის ვიცი რომ პრეზიდენტი უზომოდ კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვვარ ეს აგორებული სკანდალიც ვიღაცეების მიერ კარგად დაგეგმილი შავიპიარია რომელმაც სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ჩაითრია ნებსით და უნებლიეთ.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ბიჭებს და მათ ფსიქიკას გავუფრთხილდეთ.
პატივისცემით ნიკოლოზ გურინი. ;)
Nikoloz Guirni
22:43 01-02-2016
0
სათქმელი თქვეს და არავინ მოუსმინა იმ ფედერაციაში ვერ გაიგეთ თუ არ გინდათ რო გაიგოთ?! ქევხიშვილი კიდევ იმიტომ არ რთავს იმ გათბობას ისე როგორც საჭიროა რომ იმ პლეხანოვის დარბაზის ქირაობა უნდა ალბათ რამე ინტერესები აქვს ხალხო რა ვერ გაიგეთ სულ პლეხანოვის დარბაზზე რომ ლაპარაკობს ამას რა მიხვედრა უნდა?!
დაითი
22:38 01-02-2016
0
ესენი მე კაცები მეგონა. ზვიადაურის ადგილზე ბიძაშვილის ავადმყოფობაზე ვიდარდებდი. ახლა სხვებიც უნდა დაავანტყოფო?
karthagen
22:20 01-02-2016
0
ნაკრებიდან უნდა ჩამოაშორონ, თუ ფედერაციას რამეზე მაინც აქვს პრეტენზია... ყველგან სადაც საღადაზროვნებენ შესაბამისი შედეგები მოყვებოდა, ნაკრების წევრების მხრიდან ესეთ საქციელს. ჯრიკიშვილს და ლიპარტელიანს კიდე ძველბიჭობა თუ უნდათ, ტატამზე ცუდი ადგილი შეურჩევიათ და არც ბაგაჟი ეყოფათ. ამ ეტაპზე არმიდის თურმე))
0
ძიუდო საქართველოში მოწინავე სპოტის სახეობაა და ოლიმპიადაზეც გაგვახარებს. ველოდები სამივე სინჯის მედალს!!!
tngh
21:40 01-02-2016
0
ე.ი. რა გამოდის...რაღაც ეჭვებმა და შიშებმა შეაწუხათ, ერთ დღეს შესცივდათ კიდეც დარბაზში და შესჩივლეს ზვიადაურს. იმანაც მოხსნა გუდას პირი და დაფქვა ათასი სისულელე.
ხალხი გაოცდა, გაბრაზდა და აგინა ზვიადაურს. ამაზე ჭრიკიშვილმა ზვიადაურის მაგინებლებს აგინა და განაცხადა-საშუალება რომ მქონდეს, საქართველოდან წავიდოდიო. ვარლამმაც აუბა მხარი (ოღონდ არ შეუგინია). და აირია მონასტერი...

ასეთი იდიოტიზმის გამო ატყდა ალიაქოთი? სირცხვილია მართლა..
ენლილ
21:25 01-02-2016
0
მიბრძანდით საქართველოში ძიუდო თქვენით არ დაწყებულა და არც დამთავრდება.
ლაშა
21:12 01-02-2016
0
გაპრავებულია, ყოველ შემთხვევაში გაპრავებულად შეიძლება ჩაითვალოს....რაც გააკეთეთ ძალიან ცუდი იყო, ავთოსგან განსაკუთრებით გამიკვირდა და მაგ გინებაზე პასუხი ავთოს უნდა გაეცა, მაგრამ აქ დასვით წერტილი...რამე შესაცვლელი თუა არჩევნებით შეიცვლება.
uchimata
20:57 01-02-2016
0
ერთი ამბავი ატეხეს მთელი ქვეყანა შეყარეს და ეხლა არ მინდა ამაზე სახალხოდ საუბარიო))შენ ოქროს მედალოსანო თუ არ გინდოდათ სახალხოდ ლაპარაკი და ერთი ოჯახი ხართ მისულიყავი ფედერაციაში და გეთქვა იქ შენი სათქმელი რა FB ლაპარაკობდი!რავი აქამდე ყველა იმას ლაპარაკობდა ძიუდოს ფედერაციაზე წარმატებული არც ერთი ფედერაცია არ არისო ?! გვატყუებდნენ ვარლამ?
0
ამ ეტაპზე არ წახვალ ქვეყნიდან და იმ იმეტაპზე? თუ ვინმეს ლანძღავ უნდა დაკონკრეტდე კიდევაც, ტატამზე კი არ უნდა იყვე მარტო ვაჟკაცი!
levani
20:27 01-02-2016
0
სიახლეები პოპულარული