სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
დაპირისპირება ქართულ ძიუდოში - ზვიადაურის თქმით, 90-იანი წლები დაბრუნდა!
AutoSharing Option
14:50 28-01-2016
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.

"ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია.

მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე, სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში.

გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპორტსმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდებათ, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა.

You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე", - განაცხადა ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებულება საჯარო გახადონ. მისი თქმით, ელემენტარული პირობები, გათბობაც არ არის.

"ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ.

სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის.

ბატონო შოთა (ხაბარელი), თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია", - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.

შოთა ხაბარელის განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
Giorgi
04:43 30-01-2016
90 წლები კი არა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პარლამენტარი რომელმაც წერა კითხვა არ იცის. ამიტომაა მაგის მხარდაჭერილ კანონებით რომ ვცხოვრობთ. და კვეყანა ინგრევა. რა უფლებით საუბრობს ეს ზვიადაური
qutaiseli
08:58 29-01-2016
ბიძინა როარა ეგ რაგბი ფეხბურთზე უარეს დღეში იქნებოდა მიშისტების გასაგონად და ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულს მიშა კიარა ოლიმპიური კომიტეტი აძლევდა მისი პრეზიდენტი კიდე პატარკაციშვილი იყო და არა მიშა და გრიშა დაეს კაცი უხდიდა მილიონს ჩემპიონს.დდ მეზღაპრეების და დემაგოგების დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება.