ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის დედაქალქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ რიუ შიჩინოჰესთან დამარცხდა.

მეტოქემ ოქრუაშვილი შებოჭა და ქართველი მძიმეწონოსანის დმარცხება აღარ გასჭირვებია.

ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მისი მეტოქე გერმანელი ანდრე ბრეიტბართი იქნება.

რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიაში ჩვენს მეორე წარმომადგენელს ლევან მატიაშვილს, მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან დამარცხდა.