ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის დედაქალქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ რიუ შიჩინოჰესთან დამარცხდა.

მეტოქემ ოქრუაშვილი შებოჭა და ქართველი მძიმეწონოსანის დმარცხება აღარ გასჭირვებია.

ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მისი მეტოქე გერმანელი ანდრე ბრეიტბართი იქნება.

რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიაში ჩვენს მეორე წარმომადგენელს ლევან მატიაშვილს, მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორო ამას როგორ წერ არ გრცხვენია? საერთოდ უყურე ოქრუაშვილი შიჩინოეს დაპირისპირებას? რანაირად არ გასჭირვებია ვერ ვხვდები. საერთოდ ილეთის მცდელობა არ ქონია შიჩინოეს და გასაფრთხილებელი იყო, ამის მაგივრად კი ადამი გააფრთხილეს და ანუ მსაჯებმა დაწვეს. შემდეგ კი გასარისკი იყო, სხვა გზა აღარ რჩებოდა და მოუმზადებელ შეტევაზე წავიდა. ეს უბრალოდ ოქმში შეტანილი რომ იპონით მოიგო შიჩინოემ და იმისთვის ვისაც არ უყურებია, მარგამ სიმართლე ვისაც გაინტერესებთ არის ის რომ წინასწარ იყო დაგეგმილი რინერი შიჩინოეს ფინალი და უბრალოდ ადამი მოიშორეს. ეგ არის და ეგ. არ გასჭირვებია თურმე... ეხლა დაბლოკეთ თუ გინდათ კომენტარი
fraternity
11:49 31-08-2015
0
მსაჯების ნამუსზეა ეს წაგება
kabluka
16:59 29-08-2015
0

სიახლეები პოპულარული