ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოს ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი გაიყოფენ

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია.

ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ სანუგეშო ტურნირში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.

ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.

ლიპარტელიანმა ტურნირზე საწყის შეხვედრებში არაბული
საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

დღესვე მეორე ბრძოლა დათმო და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 7 /
კოკი, შენ მერამდენე ხარ შენ საქმეში რითიც დაკავებული ხარ ალალად გვითხარი. სამეულში შედიხარ ვითომ მსოფლიოში? რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის რომ გამოდიხარ და რაღაც იდიოტობებს წერ. მოდი რა გირჩევნია უადგილო ირონიას თავი დაანებო როცა საკითხში ვერ ერკვევი და შენს საქმეს მიხედო. ყველა პროფესორი როგორ არის ამ ქვეყანაში
fraternity
11:35 31-08-2015
0
რობოტები არ არიან რომ ყველა ტურნირი მოიგონ,დაუმარცხებელი არავინაა და რახან ამ ჩემპიონატზე ოქრო ვერ აიღეს ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვარჯიშობენ და ზარმაცობენ,უამრავი მოგება აქვთ ჩვენ ბიჭებს ,ხვალ გუნდურში ჩვენ ბიჭებს გამარჯვებას ვუსურვებ.
meri
14:00 29-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული