ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ნავსის გატეხვის იმედი

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს და ხვალ პირად პირველობაში დარჩენილი წონების ფალავნები იასპარეზებენ, კვირას კი გუნდური ტურნირი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია.

დღეს, 28 აგვისტოს, ჩვენგან მედლებისთვის 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებენ, ქალთა ტურნირში კი - ესტერ სტამი (-70).

ლიპარტელიანი პირველივე წრეში არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის ხვდება, ღვინიაშვილი იმავე ეტაპზე - უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის.

სტამი თავიდან ისვენებს, მეორე წრეში კი ბელგიელ როქსანე ტაიმანსსა და მაროკოელ ასმაა ნიანგს შორის
მოგებულს დაეჭიდება.

შაბათს, 29 აგვისტოს, მონაწილე მხოლოდ ვაჟთა შორის გვეყოლება და ისიც მარტო მძიმე წონაში. იქ ადამ ოქრუაშვილი მეორე წრეშია დაშვებული, სადაც პოლონელ მატიეჟ სარნაცკის შეხვდება. პირველ წრეში ლევან მატიაშვილიც თავისუფალია, ოღონდ მისი მომავალი მეტოქე ჯერ არაა ცნობილი, კუბელ ალექს გარსია მენდოზასა და ალექსანდრ გორდიენკოს წყვილში გამოვლინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. IV დღე: ასეთი უსუსური ჭრიკიშვილი...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 4 /
შიშით გადიან სატშიდაოდ,სირცხვილი,თან 1 ნომრები!!
giga
13:12 28-08-2015
0
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ამ დროისთვის არცერთი მედალია.

შებრუნდეს სკოლაში ეს ვითომ ჟურნალისტი
Tamazi
12:40 28-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული