ვალერი ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ), რომელმაც ნახევარფინალში მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი კირილ დენისოვი დამაჯერებლად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დენისოვთან დამარცხდა ლიპარტელიანი წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ამჯერად კი რევანშისთვის წუთი და 22 წამი ეყო.

ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ვაზარი მალევე აუღო, შემდეგ კი იპონით მოათავა საქმე.

მეოთხედფინალში ვალერის მეტოქე შვედი იოაკიმ დვარბი იყო, რომელსაც ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და გზიდან ჩამოიშორა.

მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ ლუდოვიკ გობერს ვაზარით, გერმანელ მარკ ოდენტალს კი იპონით აჯობა.

ფინალურ შეხვედრაში
ვალერი ლიპარტელიანი კუბელ ეშლი გონსალესს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ილიას ილიადისის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაურს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაია
Eliso
01:26 31-08-2013
0
sagol varlam wavida pinalshic iyochage
GOGLIKO
00:31 31-08-2013
0

სიახლეები პოპულარული