ჭიდაობა

ძიუდო

რეკორდსმენი ახმეტიდან

AutoSharing Option
18 ივლისს ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს დარბაზში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა მუცლის პრესის ვარჯიშში - 20 წლის ახმეტელმა დავით ბეგიაშვილმა ნახევარ საათში 1430 მოძრაობა შეასრულა. წინა რეკორდი ამერიკელ გაი სკოტს ეკუთვნოდა - 1337 ასევე ნახევარ საათში.

შეჯიბრებას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ძიუდოში გუგული აბრამიშვილი და ახმეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი აკაკი ნონიაშვილი აკვირდებოდნენ. ასპარეზობა ალტერნატიული რეკორდების წიგნში შესატანად ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს რეკორდების მაფიქსირებელი წიგნია და მისი ოფისი ლაიფციგში მდებარეობს. შეჯიბრებაც მათი დებულების ზუსტი დაცვით ჩატარდა და გერმანიაში რეკორდის დამადასტურებელი ვიდეო-მასალაც გადაიგზავნა.
პასუხიც გერმანული ოპერატიულობით მოვიდა - მიღწევა აღიარეს და დააფიქსირეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ბეგიაშვილისთვის ეს მესამე რეკორდია. პირველი მან 2009 წელს დაამყარა - 1 საათში 3203 პრესი, მეორედ კი 2010 წელს 3 საათში იგივე მოძრაობა 7237-ჯერ შეასრულა. იმ რეკორდის დამყარებას გინესის მსოფლიოს რეკორდების მაფიქსირებელი სპორტული კლუბის `რეკორდის~ თავმჯდომარე შოთა ქელდიაშვილი, ამავე კლუბის საშემსრულებლო კომისიის ხელმძღვანელი დავით ბურჯანაძე და კლუბ `მებრძოლის~ ხელმძღვანელი ლაშა ჭურაძეც ესწრებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"