ეკატერინბურგის გრან სლემი. II დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
21 მაისს ეკატერინბურგის გრან სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.

81 კგ. წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეხვიაშვილმა სტარტზე რუსი სტანისლავ სემიონოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ უზბეკ სუნატულა აზიმოვთან ასევე ვაზარით მოიგო. მესამე შეხვედრაში რეხვიაშვილი უნგრელ ატილა უნგვართან ვაზარით წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ვიკტორ პენალბერი არ გამოუცხადდა, შესაბამისად, რეხვიაშილმა ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან იჭიდავა და იპონით მოუგო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 100 კგ. წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმაც. მან პირველი შეხვედრა ვაზარით უზბეკ ერკინ დონიოროვს
მოუგო, შემდეგ
იპონით ალჟირელი ლიეს ბოიაკობი და ბრაზილიელი ლუჩიანო კორეა დაამარცხა. მეოთხე შეხვედრაში ლიპარტელიანმა რუსეთის წარმომადგენელთან, ნიაზ ილიასოვთან იპონით წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსანდრე იდირთან იჭიდავა.

ლევან მატიაშვილმა
კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ავსტრიელი სტეფან ჰეგი იპონით დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიელი რაფაელ სილვა ასევე იპონით დაამარცხა. მესამე შეხვედრაში მატიაშვილმა ბელარუს ულადისლაუ წარპიტსკის ვაზარით სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურასთან იჭიდავა და გაფრთხილებებით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული