საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში ეროვნებით ბერძენი ძიუდოისტი გამოჩნდა

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ დაასახელა ეკატერინბურგში, 20-21 მაისს გასამართავ "დიდ მუზარადზე" წასაყვანი შემადგენლობა, სადაც შერეული გუნდით აპირებს მონაწილეობას: რამდენიმე ლიდერს ასვენებს, თუმცა უმეტესობას აჭიდავებს და თან შანსს სათადარიგოებსაც აძლევს.

როგორც ცირეკიძემ გვითხრა, ამ შემადგენლობიდან ჯერ ისევ აკვირდებიან ვალერი ლიპარტელიანს (100), მოასწრებს თუ ვერა ის თითის ტრავმის ბოლომდე მორჩენას. თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ მას სხვა მონაწილე ჩაანაცვლებს.

გუნდი ეკატერინბურგში არასრული შემადგენლობით იჭიდავებს - მონაწილე არ გვეყოლება 73 კილოგრამში. ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის გამოყვანას არც თავიდან
აპირებდნენ და უფრო ახალგაზრდების გამოცდა სურდათ, მაგრამ ფრიდონ გიგანს თურმე თავის ტრავმა ჯერ კიდევ თბილისში მიუღია, მაგრამ აქამდე არ გაუმხელია, ომარ ნიაზაშვილს კი გული აწუხებს, ჰაერის უკმარისობა აქვსო.

ნაკრებში ერთი ახალი კადრიცაა - გიორგი პარკატი 100 კილოგრამში, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნობია. ის ეროვნებით ბერძენია, გორშია დაბადებული, თუმცა რუსეთში გაიზარდა. ძიუდოში ვარჯიშიც იქ დაიწყო და საერთაშორისო ტურნირებში გარკვეული წარმატებებიც აქვს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოშიც სურს დაბრუნება. ამიტომ მასაც გამოსცდიან. მით უფრო, 100 კილოგრამში საკადრო პრობლემები გვაქვს.

ნაკრები ეკატერინბურგში წასვლამდე თბილისში ივარჯიშებს, იქიდან დაბრუნებული კი აზიურ ტურნეში გაემგზავრება მოსამზადებლად - ჯერ სამხრეთ კორეაში ივარჯიშებს, სადაც მათთან ერთად კორეელი კონსულტანტი ჯეონიც იქნება, მერე კი იაპონიაში გადავა. ამას ესპანურ კასტედეფელდსში მოჰყვება ერთობლივი კემპი, მერე - საერთაშორისო ტურნირი, ხოლო ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლამდე ორ შეკრებას გაივლიან საქართველოში.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
(სხვათაშორის, რუსებისგან განსხვავები) ამიტომაც, არაა სავალდებულო ჩვენც მივბაძოთ, თუ თვითონ ამ ბიჭს არა აქვს სურვილი, მაგრამ/იმიტომ, რომ მთავარი აქ სწორედ სპორტსმენის დამოკიდებულებაა საკუთარი ერის, გვარის, სანათესაოს და რაც მთავარია, სამშობლოს წინაშე. ასე, რომ საინტერესო იქნება მაგალითად, ორი "ბერძ(ე)ნის" შერკინება - ვთვათ, ილიადისის, მასტოპულოსის საბერძნეთიდან... და პარკატის. ისე, ილიადისის, ასთთა შვილები ბერძნები არიან, თუ ?..
ბერძნები და თურქებიც, ძალიან ცუდად იქცევიან!
13:11 29-04-2017
0
კეთილი ინებოს და გვარი შეიცვალოს, ბერძნები სახელს და გვარს გვართმევენ და გააკეთოს იგივე ან გააკეთებინონ, ... ერი ვართ
გიორგი
12:21 29-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული