დღის კარიკატურა: ოქროს ამბორი

AutoSharing Option
ძიუდოში ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა - გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გუნდურადაც მოიგო და ინდივიდუალურადაც. ორივე შემთხვევაში ეს იმდენად ეფექტურად გააკეთა, დიდი ხანი ძიუდოს უცხოელ გულშემატკივრებსაც ემახსოვრებათ.

- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]

მან +100 კგ წონაში გამოცდილ თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს სძლია, თუმცა დასამახსოვრებელი ბრძოლის მიღმა ეპიზოდი იყო - გურამმა ადამს შეხვედრის დასრულებისთანავე მუცელზე აკოცა.

- გურამ თუშიშვილი: ერთი მხრივ, მერჩივნა, ფინალში სხვა შემხვედროდა...

გუნდურ ოქროს რაც შეეხება, მან ერთი თავით მაღალი რუსი ისე გააკრა ბეჭებზე, წამიერად თავად მეტოქეც
ვერ მიხვდა, რა დაემართა. ამ ამბის ეფექტი კი ის იყო, რომ თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს რუსებთან 3:2 გაამარჯვებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული