ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მოიპოვა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს სუფთად მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ბრინჯაოს მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.

დღეს ვარშავაში მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში გათამაშდა. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და
ქალთა შეჯიბრის მონაწილე ელენე ქებაძემ (+78).

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინ არის 1.7? თუშიშვილი? არ იცი სიმაღლშეი რამდენია გასაგებია მაგრამ თვალზომაც არ გაქვს?
fraternity
14:24 24-04-2017
0
ძალიან არ გავს სპორცმენს ადამ ოქრუაშვილი დაიკელი ცოტა რა არის სუმოა მამაზაღლი?:):)
ზურიკო
18:06 23-04-2017
0

სიახლეები პოპულარული