სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ზებედა რეხვიაშვილი 1/2-ფინალშია!
AutoSharing Option
15:57 21-04-2017
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა ზებედა რეხვიაშვილი, რომელიც ფინალის საგზურისთვის გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.

მანამდე რეხვიაშვილმა რუმინელ ვლად ვისანს (იპონით), უნგრელ ატილა უნგვარსა (ვაზარით) და რუს ასლან ლაპინაგოვს (ვაზარი) სძლია.

დღესვე ვარშავაში წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სთ-დან დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს,  ლაივ-სთრიმით მისი ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებლად.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე
nikanika
00:42 24-04-2017
ნეტავი მოცლილები არ ისხდეთ და ბოდიალობდეთ.ან შავისგან რა გინდათ საცოდავები ხართ უბრალოდ სულით ბოროტებიიიიი
aburjga
18:58 21-04-2017
ეხხ... ზებედა!