ევროპის ჩემპიონატი: პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
20 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხუთი ქართველი სპორტსმენი ჩაება. მათგან მედლებისთვის ბრძოლას კი ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი აგრძელებენ, რომლებიც 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში არიან გასულნი.

პაპინაშვილს მეტოქედ ბულგარელი იანისლავ გერჩევი ჰყავს, ჩხვიმიანს კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანმა 1/4-ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი (ბეკირ ოზლუ) დაამარცხა.

სამწუხაროდ, მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც სლოვაკ მატეი პოლიაკს ვერ გასცდა. ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

ტურნირზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სთ-დან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს, მისი ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
ფეხბურთისა არ იყოს, ძიუდოც იწყებს ჩაყვინთვას..
0
სიახლეები პოპულარული