თბილისის გრან პრი. III დღე: ვერცხლი და ბრინჯაო გრანატირებულია, თუმცა ოქრო გვინდა

AutoSharing Option
2 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში თბილისის გრან პრის მესამე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.

ბოლო საშეჯიბრო დღე ვაჟებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში 78-სა და +78-ში იმართება.

საქართველოს მხრიდან 13 სპორტსმენი გამოვიდა. 

ქალებში ერთადერთი ჩვენი მონაწილე ელენე ქებაძე (+78) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ მერსედეს სიგეტვარის შეხვდება.

ვაჟებში 90 წონით კატეგორიაში ნიკა სიდამონიძე და ნოდარ ბერიანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. არჩილ გოგოლაშვილი კი პირველ წრეში ისვენებდა, თუმცა მეორე წრეში ბრიტანელ მაქს სტიუარტთან დამარცხდა, ხოლო უშანგი მარგიანი სანუგეშო წრეში გავიდა და ბრინჯაოსთვის
შეხვედრაში მაქს სტიუარტთან იჭიდავებს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველური მეორე წრეში აზერბაიჯანლე ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. იასონ ნემსაძემ კი პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ მეორე წრეში ბრაზილიელ ლუჩიანო კორეასთან წააგო. პირველ წრეში მოგების შემდეგ მეორე წრეში ასევე დამარცხდა ონისე სანებლიძე, რომელიც უზბეკ სოიბ კუბონოვს ვერ გაცდა. ალექსანდრე ზაალიშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდა.

+100 წონით კატეგორიაში ჩვენი ძიუდოისტები ყველაზე კარგად გამოვიდნენ. ადამ ოქრუაშვილი ფინალში უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი დაამარცხა. ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს შეხვედრაში გუგა კიბორძალიძეს შეხვდება. ხოლო ონისე ბუღაიძემ სანუგეშო წრეში რუს ანტონ ბრაჩევთან წააგო.

შესაბამისად მესამე დღეს ქართველ ძიუდოისტებს ორი მედალი ვერცხლი და ბრინჯაო უკვე გარანტირებული აქვთ.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის გრან პრიზე 3 მედალია - 2 ოქრო და 1 ვერცხლი. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 31 მარტს, 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვეხვედრაში ამირან პაპინაშვილს მოუგო. 66 კგ-ში კი პირველობა არავის დაუთმო ლაშა გიუნაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ რომ ნინო ბადურასჰვის და სტეპანეს რა ეცვატ ხომ უნდა ვიცოდეტტტ... ქორცილის გამესს...
bondos
18:11 02-04-2017
0
Silk universalze gadarte
avlip qizikskis
18:07 02-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული