თბილისის გრან პრი: ჩხვიმიანმა ოქრო პაპინაშვილის ძლევით მოიგო

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ქართული ფინალის შედეგად ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ამირან პაპინაშვილს მოუგო.

სასტარტო ბრძოლების მოგების შემდეგ პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს აჯობა,  ჩხვიმიანმა კი - უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს.

სულ მალე, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ლაშა გიუნაშვილი, რომელსაც მეტოქედ მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჯი ჰყავს.

- თბილისის გრან პრი. ფინალური ბლოკი [LIVE]

დღეს ჩვენი ვაჟებიდან მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ რობინზონ ბეგლარიშვილი, გიორგი
ბროლაშვილი
(ორივე -60), შალვა გაზაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (სამივე -66).

წარუმატებლად იასპარეზეს გოგონებმაც - ქალთა ტურნირში მასპინძლებიდან ყველაზე შორს მარიამ ჯანაშვილი (-57) გავიდა, რომელიც სანუგეშო ტურნირში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა. ოლღა ალადოშვილმა (-48), მარიამ ტყეშელაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სალომე აბაშიძემ (სამივე -57) კი შეხვედრები ადრეულ ეტაპებზევე დათმეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია, 2 აპრილს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული