ბაქოს გრან სლემი: ლაშა გიუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს, 10 მარტს ბაქოში დაიწყო და 12 მარტს დასრულდება გრან სლემი ძიუდოში, რომელშიც საქართველოს სახელით 6 წონით კატეგორიაში 11 ძიუდოისტი იასპარეზებს.

დღეს ასპარეზობაში 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. მათგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ლაშა გიუნაშვილი აგრძელებს. მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება. სტარტზევე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ჩვენი მეორე მონაწილე თორნიკე ნაგლიაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ამ ტურნირისთვის ნაკრების შემადგენლობა გადაახალისა.

საქართველოს ნაკრები
66 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი და ლაშა გიუნაშვილი
73 კგ
- ლაშა შავდათუაშვილი და ომარ ნიაზაშვილი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი
90 კგ - ნოდარ ბერიანი და უშანგი მარგიანი
100 კგ - დავით ოზბეთელაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული