დიუსელდორფის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
25 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის მეორე დღეს, ოქროს მედლისთვის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იბრძოლებს.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება. ლაშამ ჯერ შვედ კრისტოფერ მაკიას, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის აჯობა, 1/2-ფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილის მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 სთ-იდან დაიწყება და მისი ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

დღეს შეჯიბრში სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. სანუგეშო ტურნირში დამარცხდა ამბაკო ავალიანი (-81),
რომელიც პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს ვერ გაუმკლავდა. ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ ფრიდონ გიგანი (-73) და ნუგზარ ტატალაშვილი (-81).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა.

- დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული