დაუსვი კითხვა ირაკლი ცირეკიძეს და მოიგე სამახსოვრო საჩუქარი

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეა.

ცირეკიძე მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და სამახსოვრო საჩუქრით დაასაჩუქრებს.

კითხვების მიღება 14 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. ცირეკიძე მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 15 იანვარს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ:
კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ირაკლი ცირეკიძეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორი წარმატებული სპორტსმენიც იყავი.ისეთივეს უსურვებ ქართველ ძიუდოისტებს...
tigana
21:15 14-01-2017
0

სიახლეები პოპულარული