სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
კომენტარი: ახალი წესები პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის!
AutoSharing Option
13:05 10-01-2017
შარშან ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს ძიუდოს ახალი წესების შესახებ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ანზორ მარტყოფლიშვილი გამოეხმაურა.

- ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

მას ერთი კითხვით მივმართეთ, ახალი წესები ძიუდოსთვის უკეთესია თუ არა? 

- ახალი წესები ძიუდოსთვის არაა უკეთესი. ევროპისა და მსოფლიოს ძიუდოს ვაიმუშაკებმა წესები ბევრჯერ შეცვალეს. ყოველი ახალი ცვლილება ქართული ძიუდოს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ჯერ კიდევ 1997-2001 წლებში ევროპის ძიუდოს ვითომ კარგის შემქმნელებმა დაიწყეს ისეთი ფანდების აკრძალვა, რომლითაც ქართველი ძიუდოისტები უგებდნენ ევროპელ და აზიელ ძიუდოისტებს, მათ შორის,  იაპონელებსაც, კორეელებს, ფრანგებს, ჰოლანდიელებს და ა.შ.

მათ აკრძალეს ისეთი ლამაზი ილეთები გდების, როგორიც იყო გადავლება უკუამოღებით. ამოიღეს იღლიაში შესვლიდან ფეხის ატაცით წინ დატრიალებით გდება, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდნენ ქართველი ძიუდოისტები.

მათ აკრძალეს ასევე ფეხის ჩავლებით ყველანაირი გდება. სწორედ ფეხიდან გდებას უბრწყინვალესად აკეთებდა ნესტორ ხერგიანი. შეიცვალა მისი საყვარელი ილეთი და დაანება თავი კიდეც ნესტორმა ჭიდაობას.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდები, ყველა ასაკში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა იაპონიასთან ერთად, რაც არ სიამოვნებთ ევროპისა და აზიელ ძიუდოს მესვეურებს. სწორედ წინასწარი ჩანაფიქრით უნდათ გააკეთონ ცვლილებები, რაც მათთვის იქნება სასარგებლო, ხოლო საქართველოსთვის უსარგებლო.

აქედან გამომდინარე, ძიუდოს ვაიხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდური ჩემპიონატებიც, რომლებიც ხუთ წონით კატეგორიაში ტარდებოდა, შეცვალონ და სამ-სამმა ქალმა და კაცმა იჭიდაონ, რაც პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

მათ კარგად იციან, რომ საქართველო არის ცხრაგზის ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ახალი გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი ვეღარ გახდება ჩემპიონი, ვინაიდან ჯერ იმ დონეზე არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არიან გოგონები, რომ გუნდურში მოუგონ წამყვანი ქვეყნების გოგონებს.

როგორ შეიძლება ჩაატარო გუნდური ჩემპიონატი გოგონებსა და ბიჭებში ერთად. ფრენბურთში, კალათბურთში, ხელბურთში განა ერთად გამოდიან ბიჭები და გოგონები?

არასწორია შიდოების ახალი წესი. ადრე, თუ მეოთხე შიდოზე იხსნებოდა სპორტსმენი ორთაბრძოლიდან, ახალი წესებით მესამე შიდოზე იხსნება. ესეც ჩვენ საწინააღმდეგოდაა. ჩვენი ბიჭები როცა იგებენ შეხვედრას, პრაქტიკულად ვერ ინარჩუნებენ უპირატესობას. იწყებენ პასიურობას, რასაც მსაჯები არ პატიობენ და აძლევენ შიდოებს.

ახალი წესების შემოღება რამდენიმე პუნქტში დადებითად გადაწყდა. მაგალითად, გამარტივდება გაფრთხილებების მიცემა, რაც ადრე მაყურებლისათვის გაუგებარი ხდებოდა.

დადებითია ისიც, რომ სახელურებში თითების შეყოფა, კიმონოს თუ მაჯის არასწორი ჩავლება ორივე ხელით, ცალ მხარეს ან ქამარში ჩავლება პირველ ჯერზე არ დაისჯება, ასევე არ დაისჯება პირველ ჯერზე ფეხზე ხელის მოკიდება. აქამდე პირველივე ჩავლებაზე იხსნებოდა სპორტსმენი შეჯიბრებიდან, ახლა არ ხსნიან პირველ ჩავლებაზე, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ იგი განმეორებით მოჰკიდებს ხელს ფეხებში.

ასევე მთავარია ის, რომ შეტევის მოსამზადებლად ახლა 45 წამია დარჩენილი.

ერთი სიტყვით, ეს რამდენიმე ცვლილება ძიუდოს ჭიდაობას უფრო სანახაობრივს გახდის მაყურებლისათვის. 2017 წლის 16-17 იანვრის აფრიკის ღია ტურნირზე პირველად გამოცდიან ამ ცვლილებებს. ამავე ტურნირზე 10-წამიანი შებოჭვაც ჩაითვლება ვაზარით, ხოლო 20-წამიანი შებოჭვა ჩაითვლება იპონად.

საერთოდ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ასეთი წესების შეცვლა უნდა განხორციელდეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილებები სპორტსმენებისათვის იქნება სასარგებლო და არა საზიანო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
komble
22:44 12-01-2017
ოლიმპიური ჩემპიონი ცირეკიძე ამბობს: წესები ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვალა.... მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ამბობს: წესები ჩვენთვის არ გაუარესებულა, პირიქით გაუმჯობესდა....
ოლიმპიადის გუნდური მედალი როდის ჰქონდა უეჭველი მოგებული საქართველოს ნაკრებს? ევროპის გუნდურს იგებს იმის ხარჯზე, რომ მეორე -მესამე ნომრები გამოჰყავთ მოწინავე ქვეყნებს.... პირველი ნომრები რომ გამოიყვანონ იაპონიას მოვუგებთ ?
fraternity
12:28 12-01-2017
კოასტაიას,

რა თქმა უნდა იმაზე არავინ დავობს რომ ბევრჯერ დავიჩაგრეთ და არც იმაზე რომ ძალიან ხშირად არის მიკერძოების შემთხვევები. აქ საუბარი იმაზეა რომ ეს თანაბრად ეხება ყველა ძიუდოისტს, როგორც ქართველს ისე მონღოლს, ფრანგს, ჰოლანდიელს და ა.შ. მითუმეტეს ეს კაცი რასაც ამბობს ეგ საერთოდ სასაცილოა. თურმე ხუთი წუთი ვერ ძლებენ ჩვენი სპორტსმენები და ამიტომ გვებრძვიან. თუ ვერ ძლებ ბიძია უნდა წააგო მანამ, სანამ მეტს არ იშრომებ და ივარჯიშებ ისე რომ ხუთი წუთი გაძლო ისე როგორც ძლებს შენი მეტოქე.