ნანა ძაგნიძე რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია

AutoSharing Option
შვიდი მოგება, ორი ყაიმი და სამი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი), რომელსაც ყატარის დედაქალაქმა დოჰამ უმასპინძლა.

ქალებში მედალოსნების გამოსავლენად 12 ტური გათამაშდა. ნანამ განსაკუთრებით ფინიშზე იყოჩაღა - ბოლო ხუთ ტურში 4 ქულა აართვა მეტოქეებს: დაამარცხა ინდოელი ჰარიკა დრონავალი, რუსები - ალინა კაშლინსკაია და ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო, მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკსა (რუსეთი) და სარასადათ ხადემალშარიეხს (ირანი) დაუზავდა, 12 შესაძლებლობიდან 8 ქულას მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

9.5
ქულით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ანა მუზიჩუკი (უკრაინა), 8.5 ქულით ვერცხლი ალექსანდრა კოსტენიუკს ხვდა. 18. ნინო ბაციაშვილი (6 ქულა), 20. მერი არაბიძე (6), 23. ლელა ჯავახიშვილი (5.5), 26. სოფიო გვეტაძე (5), 27. მაკა ფურცელაძე (5).

ვაჟებში 15 შესაძლებლობიდან 11-11 ქულით პირველ-მესამე ადგილები ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა), ალექსანდრ გრიშჩუკმა (რუსეთი) და მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) გაინაწილეს.

35. გიგა ყუფარაძე (8.5), 61. ლევან ფანცულაია (7), 65. მიხეილ მჭედლიშვილი (7), 71. ბაადურ ჯობავა (7).

დღეს და ხვალ ჩემპიონები და პრიზიორები ბლიცში გამოვლინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ნანას. ბლიცი ეს იკო ქართველი ქალების ცუდი დღე(((
ოლეგი
20:42 31-12-2016
0

სიახლეები პოპულარული