ნონა გაფრინდაშვილმა და გიორგი ბაღათუროვმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს

AutoSharing Option
30 ნოემბერს ჩეხეთში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ექვსი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან ოთხმა მედლები მოიპოვა.

65 წელს გადაცილებულებში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში დორინა ფლორეა (რუმინეთი) დაამარცხა და 8 ქულით ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), რომელსაც ვერცხლის მედალი ხვდა. 6.5 ქულით ბრინჯაოს მედალი თამარ ხმიადაშვილმა დაისაკუთრა.

50 წელზე მეტი ხნის მოჭადრაკეთა ტურნირში 11 ტური გათამაშდა. გუშინ თბილისელმა დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა შავი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევს აჯობა და 9.5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი
აღმოჩნდა.

8.5-8.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები რეპრინცევმა და ზურაბ სტურუამ გაიყვეს. უარესი კოეფიციენტით სტურუა მესამე ადგილზე გავიდა. 6.5 ქულით ვარლამ ვეფხვიშვილი 48-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ამავე ასაკში გამოდიოდა ციალა ქასოშვილი, რომელმაც 7 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილა, კოეფიციენტით მეშვიდე იყო. 8 ქულით პირველი ადგილი ტატიანა ბოგუმილმა (რუსეთი) დაიკავა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენიოსი ქალბატონია, საქართველოს სიამაყე და მშვენება. მადლობა ნონას!!!
luka
02:33 02-12-2016
0
ბრავო ნონა!
ბაჩო
11:52 01-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული