ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ამჯერად ვერცხლს დასჯერდა

AutoSharing Option
ნოვი სადში (სერბეთი) დამთავრდა მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ვაჟთა 62 და ქალთა 14 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის - ბოლო ორი წლის გამარჯვებული ბათუმის "ნონა" (კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე). ზღვისპირელებმა ამჯერად პოზიციები დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

როგორც ვწერდით, "ნონა" ხუთი ტურის შემდეგ სამი მოგებით, თითო ფრითა და მარცხით მეორე ადგილზე იყო. უდანაკარგოდ მსგავსი ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი "მონტე კარლო" მეწინავეობდა და ცხადი იყო, რომ ვარსკვლავების გუნდი (ჰოუ იფანი, ანა და მარია მუზიჩუკები, პია კრამლინგი, ელმირა სკრიპჩენკო) ბოლო ორ ტურში პოზიციებს არ
დათმობდა და ასეც მოხდა. ბათუმის "ნონამაც" ორივე საფინიშო ორთაბრძოლა მოიგო.

VI ტური. "ფიშერი" (იტალია)-"ნონა" 1.5:2.5 (მონიკა სოჩკო-ნანა ძაგნიძე 1:0, ოლგა ზიმინა-ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5, გაია პაოლილო-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ეუგენია დი პრიმიო-სალომე მელია 0:1), "მონტე კარლო"-"პეტერბურგი" (რუსეთი) 2.5:1.5, "მოსკოვი" (რუსეთი)-"იუგრა" (რუსეთი) 1:3, "მიდლენდი" (ინგლისი)-"ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი) 1.5:2.5, "ლადია" (რუსეთი)-"კაუნასი" (ლიტვა) 4:0, "რიშონი" (ისრაელი)-"გორაჩიჩი" (სერბეთი) 0.5:3.5, "ავსტრია"-"ლაციო" (იტალია) 2.5:1.5.

VII ტური. "ნონა"-"მოსკოვი" 2.5:1.5 (ძაგნიძე-ალინა კაშლინსკაია 1:0, ბაციაშვილი-დარია პუსტოვოიტოვა 0.5:0.5, ხოტენაშვილი-ანასტასია სავინა 0:1, მელია-პოლინა შუვალოვა 1:0), "იუგრა"-"ლადია" 3:1, "მიდლენდი"-"პეტერბურგი" 2:2, "ფიშერი"-"რიშონი" 3:1, "გორაჩიჩი"-"ავსტრია" 3:1, "კაუნასი"-"ლაციო" 1:3.

საბოლოოდ შვიდი შეხვედრიდან 14 ქულით ჩემპიონობა "მონტე კარლომ" მოიპოვა, 11 ქულით მეორე ადგილზე ბათუმის "ნონა" გავიდა (ძაგნიძე (7 შეხვედრიდან)-4, ბაციაშვილი (7)-3.5, ხოტენაშვილი (7)-4, მელია (6)-4.5, მიქაძე (1)-1 ქულა), 10 ქულით მესამე ადგილი "იუგრას" ერგო.

ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. "ალკალოიდი" (მაკედონია, 12), 2. "მედნი ვსადნიკი" (რუსეთი, 11), 3. "მოსკოვი" (რუსეთი, 11 ქულა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
უფრო ცუდად ყოფილა საქმე ვიდრე მეგონა:4-დან არც ერთ ქალ მოჭადრაკეს არც ნანას არ აქვთ შანსი რომ მოიგონ გრან პრი.ნანა უკეტეს შემთხვევაში მეათე ან მეცხრე იქნება!შევედი საიტზე და ვნახე შედეგები! ნინოს მხოლოდ 115 ქულა აქვს და მაინც არ აქვს შანსი .ჟავახიშვილი და ხოტენაშვილი მით უფრო უფრო ცუდი მდგომარეობაა.დაგეწერათ ეს ყველაფერი .მალავთ თუ გეზარებათ.
olegi
08:49 26-11-2016
0
სამწუხაროდ ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი სუსტად გამოდიან გრანპრიზზე,სამაგიეროდ კარგად თამაშობს ბაციაშვილი.
olegi
19:35 25-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული