ბათუმის "ნონა" ნოვი სადში ტიტულის დასაცავად იბრძოლებს

AutoSharing Option
სერბულ ნოვი სადში დაიწყო მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ქალთა 14 და ვაჟთა 62 გუნდი მონაწილეობს.

მოასპარეზეთა შორისაა მსგავსი შეჯიბრებების ბოლო ორი წლის გამარჯვებული ბათუმის "ნონა" (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე, კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე), რომელიც საშუალო რეიტინგით ტურნირზე მეორეა.

პირველ ადგილზეა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული "მონტე კარლო". მის შემადგენლობაში ამჯერადაც ვარსკვლავები არიან - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი, მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (ორივე-უკრაინა), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი) და ევროპის ჩემპიონი ელმირა
სკრიპჩენკო (საფრანგეთი).

როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ტურნირზე შვეიცარიული სისტემით 7-7 ტური გათამაშდება.

ასპარეზობის სტარტზე "ნონამ" ყაზანის "ლადიას" სძლია 3.5:0.5 (ალისა გალიამოვა-ნანა ძაგნიძე 0.5:0.5, კარინა ამბარცუმოვა-ნინო ბაციაშვილი 0:1, ვერა ნებოლსინა-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ლუბოვ მარკელოვა-მირანდა მიქაძე 0:1). ქალთა შორის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: "მონტე კარლო"-"ლაციო" (იტალია) 3:1, "იუგრა" (რუსეთი)-"ფიშერის კლუბი" (იტალია) 3:1, "მიდლენდი" (ინგლისი)-"მოსკოვი" 0.5:3.5, "ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი)-"რიშონი" (ისრაელი) 3.5:0.5, "ავსტრია"-"პეტერბურგი" 0.5:3.5, "გორაჩიჩი" (სერბეთი)-"მარგირისი" (კაუნასი) 3:1.

გუშინ მე-2 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "ნონა"-"პეტერბურგი" 2.5:1.5 (ნანა ძაგნიძე-ანასტასია ბოდნარუკი 1:0, ნინო ბაციაშვილი-ევგენია ოვოდი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-დინა ბელენკაია 1:0, სალომე მელია-ალინა ბალაიანი 0:1), "მოსკოვი"-"მონტე კარლო" 1:3, "იუგრა"-"ოდლარ იურდუ" 2.5:1.5, "ლაციო"-"გორაჩიჩი" 3:1, "ფიშერი"-"მიდლენდი" 2.5:1.5, "კაუნასი"-"რიშონი" 2.5:1.5, "ავსტრია"-"ლადია" 0.5:3.5. 4-4 ქულით "ნონა", "მონტე კარლო" და "იუგრა" დაწინაურდნენ.

დღეს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული