ჭადრაკი. რეიტინგები: ბაადურ ჯობავა 2700-იანებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ბოლო დროს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული წარმატებებით ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ საგრძნობლად აიმაღლა რეიტინგი (2702) და პირველი ნოემბრისთვის ფიდეს განახლებულ რეიტინგში 2700-იანთა კლუბში დაბრუნებით 39-ე ადგილზე დამკვიდრდა.

საუკეთესო ასეულს კი სათავეში უწინდებურად ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2853) უდგას.

პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ფაბიანო კარუანა (აშშ, 2823), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2811), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2810), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795), ვესლი სო (აშშ, 2794), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2779), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2779), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2772), ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2768).

ქალებში ისევ ჩინელი
მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2635) მეწინავეობს.

მეორე-მეათე ადგილებზე არიან ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2580), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2555), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2543), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2538), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2532), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2525).

ქართველ დიდოსტატ ქალთა მაჩვენებლები კი ასეთია: 13. ნანა ძაგნიძე (2507), 16. ნინო ბაციაშვილი (2489), 25. ლელა ჯავახიშვილი (2461), 48. ბელა ხოტენაშვილი (2426), 68. ნინო ხურციძე (2395), 71. სალომე მელია (2393), 85. მერი არაბიძე (2379), 99. სოფიკო გურამიშვილი (2370).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამიხარდა .ქალებს რაღა მოუვიდათ.ქართულ ჭადრაკში ბადური ანათებს და იქნებ როდისმე მსოფლიოც ითამაშოს
giorgi
11:33 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული