როგორც პენტაგონში: მსოფლიოს ჩემპიონმა რუსი ჰაკერები დააინტრიგა

AutoSharing Option
ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა და მისმა გუნდმა გააძლიერა უსაფრთხოების ზომები იმ მონაცემების დასაცავად, რომელიც მოჭარდაკის კომპიუტერებში ინახება.

ახლა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ვერც ერთი ჰაკერი ვერ შეძლებს მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვას.

"ისეთი უსაფრთხოება გვაქვს, როგორიც პენტაგონშია, - აღნიშნა კარლსენის მენეჯერმა ესპენ აგდესტეინმა. - სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ძევს და აბსოლუტურად ყველაფერში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი. მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ შეძლოს საჭადრაკო პარტიების ჩვენეულ ანალიზზე წვდომა".

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მაგნუს კარლსენსა და რუს სერგეი კარიაკინს შორის ნიუ იორკში 11-30 ნოემბერს
გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო მატჩი იქნება
giorgi
11:30 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული