ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: ნანა ძაგნიძე ლიდერებში

AutoSharing Option
28 აპრილს ბათუმში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) ერთპიროვნული ლიდერი ჟაო სიუე (ჩინეთი) დაამარცხა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ბელა ხოტენაშვილი-ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე-ელინა დანიელიანი (სომხეთი), ლელა ჯავახიშვილი-ოლგა გირია (რუსეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ვალენტინა გუნინა (რუსეთი).

რვა ტურის შემდეგ: გუნინა, ძაგნიძე, ა. მუზიჩუკი-5-5, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო, ჟაო სიუე-4.5-4.5, ბაციაშვილი-4, გირია, დანიელიანი-3.5-3.5, ჯავახიშვილი, მ. მუზიჩუკი-3-3, ხოტენაშვილი-2.5 ქულა.

დღეს, 29 აპრილს, მოჭადრაკეები დაისვენებენ. ხვალ კი მე-9 ტურში ითამაშებენ: გუნინა-კოსტენიუკი,
ჟაო სიუე-სკრიპჩენკო, ბაციაშვილი-ა. მუზიჩუკი, გირია-ხოტენაშვილი, დანიელიანი-ჯავახიშვილი, მ. მუზიჩუკი-ძაგნიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
vaxvax
გეტყობათ წიგნთან ახლოს დგომა
ჩხიბო
13:52 05-05-2016
0
ვინ გასწავლა,რომ არცოდნა არცოდვაა?დიახაც ცოდვაა,ინტერნეტში ჯღაბნა გისწავლია,ცოტა წიგნიც წაიკითხე
vaxvax
09:30 03-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული