ქალთა მსოფლიო გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს

AutoSharing Option
19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს.

პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრებაში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამისად, შეჯიბრებას მონაწილეთა რაოდენობა დაემატა და ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს მიეცა.

ბათუმური ტურნირის მონაწილენი:

1. ნანა ძაგნიძე (საქართველო)
2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა)
3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი)
4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)
5. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)
6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა)
8. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)
9. ოლგა გირია (რუსეთი)
10. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
11. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)
12. ელინა დანიელიანი (სომხეთი)

მომზადებულია gcf.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია შედეგი და არა რაოდენობა.იქნებ დადოთ წინა შედეგები რომ გავიგოთ ვის აქვს შანსი შეხვდეს ჩინელს.ნანას შანსებია საინტერესო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული