ფიდეს განახლებულ რეიტინგში ნანა ძაგნიძე მერვე ადგილზეა

AutoSharing Option
წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

მანდილოსანთა საუკეთესო ასეულს 2663 პუნქტით უწინდებურად ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი უდგას სათავეში. მას საგრძნობლად ჩამორჩება მე-2 საფეხურზე მყოფი ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575).

მომდევნო ადგილებზე მოდიან: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2568), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535), თან ჟონი (ჩინეთი, 2518).

პირველ ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, კიდევ ექვსი ჩვენებურია: 17. ბელა ხოტენაშვილი (2493), 22. ლელა ჯავახიშვილი (2489),
25. ნინო ბაციაშვილი (2476), 52. სალომე მელია (2420), 57. ნინო ხურციძე (2414), 88. სოფიკო გურამიშვილი (2376).

ვაჟთა ასეულში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელიც 2672 პუნქტით 70-ე ადგილზეა.

საუკეთესო ათეული კი ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2851), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2795), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2788), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2784), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2779), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2777), უესლი სო (აშშ, 2773).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული