ლელა ჯავახიშვილმა ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა

AutoSharing Option
5 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა 73-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 12 მანდილოსანი წრიული სისტემით ეჯიბრება ერთმანეთს პირველობაში.

4 აპრილს, ასპარეზობის დასრულებამდე ტურით ადრე ცნობილი გახდა ჩემპიონის ვინაობა - მე-10 ტურში ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ლელა ჯავახიშვილი, ფაქტობრივად, უბრძოლველად - მეთერთმეტე სვლაზე დაუზავდა სოფიკო ხუხაშვილს და 7.5 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა, რადგან უახლოესი მდევარი სალომე მელია შავი ფიგურებით 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონ ნინო ხომერიკთან 93-ე სვლაზე დამარცხდა და დღეს მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებს.

ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების ცხრილის მე-2 საფეხურზე გადაინაცვლა
მაია ლომინეიშვილმა
, რომელმაც გუშინ ბელა ხოტენაშვილს აჯობა და 6 ქულას მოუყარა თავი.

მე-10 ტურის დანარჩენი პაექრობები ასე დასრულდა: ანა გავაშელი-სოფიო გვეტაძე 0.5:0.5, ალექსანდრა ვახანია-ნინო ხურციძე 1:0, მერი არაბიძე-მირანდა მიქაძე 1:0.

ათი ტურის შემდეგ: ჯავახიშვილი-7.5, ლომინეიშვილი-6, ხუხაშვილი, არაბიძე, მელია-5.5-5.5, ხოტენაშვილი, ხურციძე-5-5, ხომერიკი, ვახანია-4.5, გვეტაძე, მიქაძე-4-4, გავაშელი-3 ქულა.

დღეს, 5 აპრილს, მე-11 ტურში ითამაშებენ: ხუხაშვილი-გავაშელი, მელია-ჯავახიშვილი, მიქაძე-ხომერიკი, ხოტენაშვილი-არაბიძე, ხურციძე-ლომინეიშვილი, გვეტაძე-ვახანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული